ანაზღაურებადი სტაჟირება HR ადმინისტრირების მიმართულებით
- მისამართი
- თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. #24ბ
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- საშუალო (middle), უმცროსი (junior)
სრული აღწერა
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, HR ადმინისტრირების მიმართულების ანაზღაურებადი სტაჟირება დაგაინტერესებს.
თუ გინდა, გაიგო მეტი ჩვენს გუნდზე, სამუშაო გარემოსა და იმ ბენეფიტებზე, რომლებსაც თანამშრომლებს ვთავაზობთ, ეწვიე ბმულს: www.tbci.ge — ბმულის გახსნა
სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. #24ბ
განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ;
პარასკევი, 10:00-17:00 სთ.
შენი მთავარი საზრუნავი იქნება:
- HR მიმართულებით სხვადასხვა ადმინისტრაციული პროცესის მხარდაჭერაში მონაწილეობა;
- თანამშრომელთა პირადი მონაცემებისა და ინფორმაციის HR სისტემაში (Self.ge) ასახვისა და განახლებების პროცესში ჩართულობა;
- თანამშრომელთა მიღებასთან, შრომითი ხელშეკრულებებისა და სხვა HR დოკუმენტების მომზადებასთან დაკავშირებული პროცესების ადმინისტრაციულ მხარდაჭერაში მონაწილეობა;
- მოთხოვნის შესაბამისად სხვადასხვა ტიპის ცნობებისა და სარეკომენდაციო დოკუმენტების მომზადებაში მხარდაჭერა;
- თანამშრომელთა ნამუშევარი დროის (ტაბელის) აღრიცხვის, მონაცემების სიზუსტის გადამოწმებისა და HR სისტემაში დაფიქსირებული შვებულებების ადმინისტრირების პროცესის მხარდაჭერა;
- კომპანიის შიდა პროცედურებისა და ინფორმაციის კონფიდენციალურობის წესების დაცვა.
გამოგვეხმაურე, თუ:
- ხარ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
- იცი ინგლისური ენა;
- იცი MS Office-ის პროგრამები, განსაკუთრებით Excel.
ვეძებთ ჩვენიანს:
- პასუხისმგებლიანს;
- კომუნიკაბელურს;
- განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;
- საქმეზე კონცენტრირებულს;
- ორგანიზებულს.
რას დაგახვედრებთ:
- საინტერესო საქმეს;
- მრავალფეროვნებას;
- პროექტებში ჩართულობას.
კატეგორია: ადამიანური რესურსები / HR სტაჟიორი
გამოცდილება: საშუალო (middle), უმცროსი (junior)
ენები: ინგლისური (კარგად)
განათლება: ბაკალავრი, კურსდამთავრებული, სტუდენტი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება


