სოციალური დახმარებების ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 1 920 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
სოციალური დახმარებების ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტო“ ადმინისტრირებას უწევს სახელმწიფო სოციალურ პროგრამებს და სახელმწიფო გასაცემლებს, რომლის მიზანია მოსახლეობის სოციალურად ყველაზე დაუცველი, მოწყვლადი ოჯახების მხარდაჭერა, მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის ამაღლება, სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. საქართველოში სააგენტოს ტერიტორიული სერვისცენტრები 70 მისამართზეა განთავსებული, რომლებიც, ყოველთვიურად, შესაბამის მომსახურებას უწევენ ქვეყნაში მცხოვრებ დაახლოებით 1,7 მილიონ მოქალაქეს.
კატეგორია:
სოციალური დაცვა
განცხადების ბოლო ვადა:
03.12.2026
თანამდებობრივი სარგო:
1920 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- სამმართველოს დებულებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უზრუნველყოფა;
- სამმართველოს მუშაობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და სამმართველოს საქმიანობის დაგეგმვაში მონაწილეობა;
- სამმართველოში შემოსული მოქალაქეთა განცხადებების ანალიზი, შეფასება, ინფორმაციის მოძიება/დამუშავება და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
- სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა სერვის ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სოციალური გასაცემლების მიმღებ ბენეფიციარ პირთა მონაცემების ერთიანი ბაზის განახლება და მისი დამუშავება;
- სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახებისთვის საარსებო შემწეობის გადარიცხვისათვის მონაცემების დამუშავება და ანალიზი;
- სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური გასაცემლების სერვისების მომსახურება-ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ ნორმატიულ აქტებში შეტანილი ცვლილებების დამუშავება და სერვის ცენტრებისთვის კონსულტაციის გაწევა ერთიანი პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით;
- ფულადი სოციალური დახმარებების სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებული წერილებისა და განცხადებების განხილვასა და შესაბამისი პასუხების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეთა მიღება და კონსულტაციის გაწევა;
- სამმართველოში შემოსული განცხადებების/წერილების ანალიზი, შეფასება და სათანადო გადაწყვეტილებების პროექტის მომზადება. საქმიანობის შესაბამისად სხვადასხვა დოკუმენტების, წარმოების მასალების, სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება/მომზადება ან/და მის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, ანალიზი და წინადებების შემუშავება;
- სამსახურებერივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში შემხვედრი საჭიროების გათვალისწინებით რისკების შეფასება და პრიორიტეტების დაგეგვმვა, მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათების პროექტების მომზადება/ხელმოწერა. დავალების შესრულების პროცესში ოპტიმალური ვარიანტების შერჩევა და კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება. სამმართველოს საქმიანობის კანონშესაბამისად წარმართვის ხელშეწყობა;
- სააგენტოს ფუნქციების რეალიზაციისას წამოჭრილი სადავო საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება;
- კომპეტენციის ფარგლებში და ხელმძღვანელობის დავალებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების ან სააგენტოს სახელით გასაფორმებელი ადმინისტრაციული/სამოქალაქო გარიგებების (შეთანხმებები, მემორანდუმები, ხელშეკრულებები და ა.შ.) პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
- დეპარტამენტის სამუშაო გეგმების მომზადება/მონაწილეობის მიღება;
- სამსახურეობრივ საკითხებთან დაკავშირებით ინიციატივების შემუშავება და წინადადებების მომზადება. დირექტორის დავალების საფუძველზე როგორც კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან, ასევე ფიზიკურ პირებთან სააგენტოს სახელით წარმომადგენლობის გაწევა;
- სააგენტოს თანამშრომელთა და მესამე პირების კონსულტაცია;
- სააგენტოს კომისიებში, სამუშაო ჯგუფებში და საბჭოებში მონაწილეობის მიღება, როგორც წევრად ასევე, ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით;
- საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სააგენტოს დებულებით, სააგენტოს შინაგაწესით და მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების განხორციელება. მათ შორის, უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს დირექტორის, დირექტორის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და სამმართველოს უფროსის სხვადასხვა დავალებების შესრულება;
- სამმართველოს ფუნქციების ეფექტიანი განხორციელების მიზნით ხელმძღვანელთათვის შესაბამისი წინადადებების მომზადება/წარდგენა.
- უზრუნველყოფს სამმართველოს კარგი სამუშაო ატმოსფეროს და დეპარტამენტში დასაქმებულ პირებს უზიარებს მის პროფესიულ ცოდნასა და გამოცდილებას;
- ანგარიშვალდებულების შესაბამისად, სტრუქტურულად ზემდგომი პირების სხვა დავალებების შესრულება;
- გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება უშუალო ხელმძღვანელის დავალებისა და სააგენტოში მოქმედი აქტებით განსაზღვრული წესით.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ I-IV თავი;
- საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი“;
- საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „სოციალური დახმარების შესახებ“;
- „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 აპრილის #126 დადგენილება;
- „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის #758 დადგენილება;
- „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი აპრილის #758 დადგენილება;
- „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 თებერვლის #52 დადგენილება;
- „აბონენტების მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 აგვისტოს #418 დადგენილება;
- „მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის #517 დადგენილება;
- საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის №01-14/ნ ბრძანება;
საკონკურსო კომისიის მისამართი:
თბილისი, ივ. ჯავახიშვილის 51
საკონტაქტო ტელეფონები:
591 916272
საკონტაქტო პირი:
ნატალია ხმალაძე
დამატებითი მოთხოვნები:
კომპეტენციები:
- გუნდური მუშაობა;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- საკუთარი საქმის დაგეგმვის უნარი;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
სავალდებულოა, საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი/ცნობა) და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი, უფლებამოსილი პირის მიერ სათანადო წესით გაცემული დოკუმენტის ატვირთვა. წარმოდგენილი დუკუმენტები უნდა იყოს წაკითხვადი და ქართულ ენაზე. ხოლო, უცხოენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნეს ასევე, სათანადო წესით (ნოტარიუსის მიერ გაცემული) დამოწმებული თარგმანი. წარმოდგენილ პირობასთან დოკუმენტის შეუსაბამობა, მიიჩნევა დოკუმენტის წარმოუდგენლობად.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით, განაცხადის მიღების ვადის დასრულებიდან 3 თვის ვადაში.
