შშმ ბავშვის ინდივიდუალური ასისტენტი
- ანაზღაურება
- 501–1 000 ₾ / თვე
- მისამართი
- ოზურგეთი მერაბ კოსტავას ქუჩა
- განაკვეთი
- ნახევარი განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- გრაფიკი შეთანხმებით
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
რეაბილიტაციის ცენტრი „ოდა ქეარი“ აცხადებს ვაკანსიას ინდივიდუალური ასისტენტის პოზიციაზე, „განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ფარგლებში.
📍 სამუშაო ადგილი: ოზურგეთი
💰 ანაზღაურება: 900 ლარიდან
🕒 სამუშაო გრაფიკი: მოძრავი, შეთანხმებით.
დღის განმავლობაში 5საათი.
მნიშვნელოვანია: კანდიდატს ჰქონდეს თავისუფალი დრო და მოძრავი სამუშაო გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობა.
💙 ა(ა)იპ „ოდა ქეარი“ 2019 წელს დაფუძნდა. ორგანიზაციის მიზანია შშმ ბავშვებისა და შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების, საზოგადოებაში ინტეგრაციისა და მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისების განვითარების ხელშეწყობა.
✅ საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
საშუალო ან უმაღლესი განათლება.
შშმ ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.( აუცილებელია ორგანიზაციაში მუშობის დამდასტურებელი დოკუმენტის წარდგენა)
შრომისმოყვარეობა და პუნქტუალობა.
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
მოქნილი და მოძრავი გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობა.
📝 ძირითადი მოვალეობები:
7-დან 18 წლამდე ასაკის განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვების მხარდაჭერა.
თვითმოვლისა და დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების განვითარებაში დახმარება.
კვებისა და ყოველდღიური აქტივობების შესრულებაში მხარდაჭერა.
პირადი ჰიგიენის პროცესში დახმარება.
ბენეფიციარის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტების დროული მიწოდება.
შიდა და გარე აქტივობების განხორციელება ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით.
სოციალური ინკლუზიისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა.
პროფესია: ინდივიდუალური მომვლელი
სამუშაო ადგილი: ოზურგეთი მერაბ კოსტავას ქუჩა
ვაკანსიების რაოდენობა: 1
ხელფასი: 900 ლარიდან.
სამუშაო გრაფიკი: გრაფიკი შეთანხმებით
დასაქმების ფორმა: არასრული
გამოცდილება: 2 წელი
ენები: ქართული (მშობლიური)
უნარები: კომუნიკაცია, დარგობრივი ცოდნის გამოყენება, თანამშრომლობა, კვლევა/სწავლა, კეთილსინდისიერება, შედეგზე ორიენტაცია, გადაწყვეტილების მიღება, სოციალური კავშირების დამყარება, დარწმუნება/გავლენის მოხდენა
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ანაზღაურების პირობები
- 💰 ანაზღაურება: 900 ლარიდან ხელფასი: 900 ლარიდან.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
