შშმ პირთა პერსონალური ასისტენტი
გამოქვეყნდა 30 ოქტბოლო ვადა: 30 ნოე
- ანაზღაურება
- 8–9 ₾ / სთ
- მისამართი
- თბილისის სხვადასხვა უბანი, ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით
სრული აღწერა
"ხელი ხელს" აცხადებს შშმ პირთა პერსონალური ასისტენტის ვაკანსიას თბილისში.
გსურთ თქვენი საქმიანობით რეალური ცვლილება მოუტანოთ ადამიანების ცხოვრებას? შემოუერთდით ჩვენს გუნდს და მხარი დაუჭირეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დამოუკიდებელი და ღირსეული ცხოვრების წარმართვაში.
ძირითადი მოვალეობები:
- ბენეფიციართან ვიზიტი და მხარდაჭერის გაწევა მის ბუნებრივ გარემოში;
- ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად ასისტირება (თვითმოვლის, კვების, ჰიგიენის, სოციალიზაციის, ყოველდღიური ცხოვრების უნარ-ჩვევების განვითარებასა და შესრულებაში დახმარება);
- სუპერვიზიის ქვეშ მუშაობა
ანაზღაურება:
- პრაქტიკა - მაქს. 20 საათი (არაანაზღაურებადი)
- ანაზღაურებადი სტაჟირება (1 კვირა)
- სტანდარტული ანაზღაურება - 8-9 ლარი საათში;
- უქმე დღეებში - 10 ლარი საათში;
სამუშაო გრაფიკი:
- მოქნილი გრაფიკი (შესაძლებელია საქმიანობის შეთავსება სწავლასთან ან სხვა სამსახურთან.)
- სამუშაო ადგილი: თბილისის სხვადასხვა უბანი, ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ჩვენ გთავაზობთ:
პრაქტიკული გამოცდილების მიღებას სოციალურ და ზრუნვის სფეროში:
- რეგულარულ სუპერვიზიას
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
- დაწინაურება (სუპერვიზორად, შემთხვევის მართვის მენეჯერად)
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
551 35 05 04
598 98 01 71
ან
გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: Handinhandg@gmail.com
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
