შესყიდვების მთავარი სპეციალისტი
გამოქვეყნდა 25 ნოებოლო ვადა: 24 დეკ
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ / 09:00-18:00 სთ
- ბენეფიტები
- მეგობრულ, მხარდამჭერ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს · ჯანმრთელობის დაზღვევას · სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი / 09:00-18:00 სთ
სრული აღწერა
კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული მიმართულებით);
- 3 (სამწლიანი) სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციებზე;
- სახელმწიფო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ზედმიწევნით ცოდნა;
- ინგლისური ენის კარგად ცოდნა (მინიმუმ B2 დონე - ბიზნეს კორესპონდენციისა და მოლაპარაკებების წარმოებისთვის);
- საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით MS Excel-ის) კარგი ცოდნა;
- ძლიერი მოლაპარაკების, ანალიტიკური და დროის მართვის უნარები, დეტალებზე ორიენტირებულობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის სტრუქტურული ერთეულების მოთხოვნის საფუძველზე, შესყიდვის სამართლებრივი და ორგანიზაციული პროცედურების წარმართვა;
- სახელმწიფო შესყიდვების მოსამზადებელი სამუშაოების, უშუალოდ შესყიდვის პროცედურებისა და პროცესების ორგანიზება-კოორდინაცია, წარმართვა და შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტების პროექტების მომზადება;
- სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების საფუძველზე, სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერების ჩატარება;
- ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
- მომწოდებლების მონაცემების შედგენა და განახლება;
- საქონლის/მომსახურების მომწოდებლების კვლევა და შეფასება;
- საქონლისა და მომსახურების შესყიდვის პროცესის ორგანიზება და მართვა დადგენილი პროცედურებისა და კანონმდებლობის შესაბამისად;
- ბაზრის კვლევა, პოტენციური მომწოდებლების მოძიება, შეფასება და შეთავაზებების (ინვოისების, ტექნიკური და ფინანსური წინადადებების) შედარებითი ანალიზი;
- განსაზღვრული გამარტივებული შესყიდვის დროს, დადგენილი წესით ჩატარებული ბაზრის კვლევის შედეგად შერჩეულ მომწოდებელთან, შესყიდვის სამართლებრივი და ორგანიზაციული პროცედურების წარმართვა;
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ელექტრონული რეესტრის წარმოება/მუდმივი განახლება;
- მომწოდებლებზე დაკისრებული პირგასამტეხლოების და გაფრთხილების რეესტრის წარმოება/მუდმივი განახლება;
- უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- პრობლემების გადაჭრის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელური;
- დისციპლინირებული/პუნქტუალური;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
- საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ, მხარდამჭერ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი / 09:00-18:00 სთ;
- ანაზღაურება: შეთანხმებით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@scs.gov.ge, ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122, 2026 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
პატივისცემით,
შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა"

