შეფ-მზარეული
გამოქვეყნდა 26 ნოებოლო ვადა: 25 დეკ
- ქალაქი
- თელავი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- შესაბამის პოზიციაზე (შეფი, სუ-შეფი) მუშაობის მინიმუმ 3–5 წლიანი გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება ბრენდულ სასტუმროებში მუშაობის გამოცდილება)
სრული აღწერა
Holiday Inn Telavi აცხადებს ვაკანსიას შეფ-მზარეულის პოზიციაზე
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თელავი
ძირითადი მოვალეობები:
- მენიუსა და კერძების დაგეგმვა: მენიუს შექმნა და განახლება; კერძების მომზადება სტანდარტების სრული დაცვითა და მინიმალური დანაკარგით.
- ხარისხის და პორციის კონტროლი: თითოეული კერძის ხარისხის, გრამაჟის, პორციის რაოდენობის, პრეზენტაბელურობისა და ტემპერატურის შემოწმება სამზარეულოდან გატანამდე.
- მარაგებისა და პროდუქციის მართვა: საჭირო ნედლეულის შეძენის უზრუნველყოფა,პროდუქტის ხარისხის, ვარგისიანობისა და შენახვის წესების (ტემპერატურა, სტიკერები) მუდმივი კონტროლი.
- გუნდის ეფექტური მართვა და განრიგები: თანამშრომელთა სამუშაო განრიგების სწორად დადგენა (შრომისა და ანაზღაურების ეფექტური გადანაწილებით), მათთვის ინსტრუქციების მიცემა და შესრულების გაკონტროლება.
- გუნდის სწავლება და განვითარება: ახალი თანამშრომლებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ტრენინგების შემუშავება და ჩატარება.
- სანიტარია და უსაფრთხოება: სამზარეულოს სისუფთავის, ჰიგიენისა და ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტების ზედმიწევნით დაცვის უზრუნველყოფა.
- ტექნიკური აღჭურვილობის მეთვალყურეობა: საცხობის, მაცივრებისა და სხვა ინვენტარის გამართულობისა და სისუფთავის კონტროლი; ხარვეზების აღმოჩენისას ტექნიკურ დეპარტამენტთან კომუნიკაცია.
- ღონისძიებების მართვა და კოორდინაცია: კომპანიის გასვლითი და შიდა ღონისძიებების ორგანიზება; სერვისის გუნდთან მჭიდრო და ეფექტური კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: შესაბამის პოზიციაზე (შეფი, სუ-შეფი) მუშაობის მინიმუმ 3–5 წლიანი გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება ბრენდულ სასტუმროებში მუშაობის გამოცდილება).
- განათლება: პროფესიული ან უმაღლესი განათლება კულინარიის/კვების სფეროში.
- სტანდარტებისა და რეგულაციების ცოდნა: კვების უსაფრთხოების, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და HACCP-ის სტანდარტების სიღრმისეული ცოდნა.
- კულინარიული ცოდნა: ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს მაღალ დონეზე ცოდნა, ტექნოლოგიური რუკებისა და კალკულაციის წარმოების უნარი.
- ლიდერობა და მართვა: გუნდის ეფექტურად მართვის, სამუშაო გრაფიკების დაგეგმვისა და თანამშრომელთა ტრენინგის/განვითარების უნარი.
- ფინანსური მართვა: სამზარეულოს მარაგების, ხარჯებისა და დანაკარგების ეფექტურად მართვის უნარი.
- პიროვნული თვისებები: მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, სტრესულ გარემოში სწრაფი რეაგირებისა და მულტიტასკინგის უნარი.
- კომუნიკაცია: სერვისის პერსონალთან და სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
