შეფ მზარეული
გამოქვეყნდა 18 ნოებოლო ვადა: 17 დეკ
- ქალაქი
- საქართველოს მაშტაბით
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- ბენეფიტები
- მუშაობას ახალ, მაღალი კლასის 5★ სასტუმროში · თანამედროვე à la carte რესტორნის კონცეფციაში მუშაობის შესაძლებლობას · საცხოვრებლით უზრუნველყოფას
სრული აღწერა
ახალი, მაღალი კლასის 5★ სასტუმროს რესტორანში ვეძებთ პროფესიონალ და მოტივირებულ კულინარიულ გუნდს.
რესტორანი იმუშავებს à la carte კონცეფციით, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თანამედროვე ქართულ სამზარეულოს, ხარისხიან პროდუქტს, დახვეწილ პრეზენტაციას და ქართული კერძების თანამედროვე ფიუჟენ ინტერპრეტაციას.
Mountainsky Goderdzi-ში ვეძებთ გამოცდილ და კრეატიულ შეფს, რომელსაც შეუძლია შექმნას და განავითაროს რესტორნის კულინარიული მიმართულება.
ძირითადი მოვალეობები:
- à la carte მენიუს შექმნა და განვითარება;
- ქართული სამზარეულოს ტრადიციული გემოების თანამედროვე და ფიუჟენ-სტილში ინტერპრეტაცია;
- ახალი კერძების შექმნა და მენიუს სეზონურად განახლება;
- კერძების მაღალი ხარისხისა და სტაბილური გემოს კონტროლი;
- კერძების პრეზენტაციისა და სერვირების სტანდარტების შემუშავება;
- პროდუქციის ხარისხის, რაოდენობისა და ხარჯვის კონტროლი;
- სამზარეულოს გუნდის ორგანიზება და სამუშაო პროცესის მართვა;
- ტექნოლოგიური ბარათების, რეცეპტებისა და პორციების კონტროლი;
- ახალი კულინარიული იდეების შემუშავება და მენეჯმენტთან ერთად მათი განხორციელება;
- ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა.
აუცილებელი მოთხოვნები:
- შეფის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ქართული სამზარეულოს საფუძვლიანი ცოდნა;
- ქართული კერძების თანამედროვე/ფიუჟენ სტილში განვითარების უნარი;
- à la carte რესტორნის გამოცდილება;
- კრეატიული აზროვნება და ახალი კერძების შექმნის უნარი;
- გუნდის მართვისა და ორგანიზების გამოცდილება;
- მაღალი ხარისხის სტანდარტების დაცვა.
ჩვენ გთავაზობთ:
- მუშაობას ახალ, მაღალი კლასის 5★ სასტუმროში;
- თანამედროვე à la carte რესტორნის კონცეფციაში მუშაობის შესაძლებლობას;
- საცხოვრებლით უზრუნველყოფას;
- კვებით უზრუნველყოფას;
- პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
- განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
თუ გსურთ გახდეთ ახალი კულინარიული გუნდის ნაწილი და მონაწილეობა მიიღოთ მაღალი კლასის რესტორნის შექმნაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV. info.mountainsky@gmail.com
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- სეზონური
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- განათლების დონე(ები)
- საშუალო განათლება
- სტუდენტებისთვის
- კი
- სტუდენტებისთვის
- დიახ
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
