შეფ-მზარეული
გამოქვეყნდა 27 ნოებოლო ვადა: 27 დეკ
- მისამართი
- საბურთალო, თბილისი
სრული აღწერა
"ვინორიუმი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: შეფ-მზარეული.
ლოკაცია: საბურთალო, თბილისი
გვესაჭიროება შეფ-მზარეული, რომელიც უზრუნველყოფს სამზარეულოს ეფექტურ მუშაობას, პროდუქციის ხარისხს და გუნდის პროფესიულ განვითარებას.
ძირითადი მოვალეობები:
- რეცეპტურების, ტექნოლოგიური ბარათებისა და კალკულაციების კონტროლი, თვითღირებულების დათვლა და ოპტიმიზაცია
- კერძების ვიზუალური, გემოვნური და ტექნოლოგიური სტანდარტების შემუშავება და დაცვის კონტროლი
- მზარეულებისა და სამზარეულოს პერსონალის შერჩევა, გადამზადება და შეფასება
- სამუშაო გრაფიკებისა და ცვლების დაგეგმვა
- მომწოდებლებთან კომუნიკაცია, ნედლეულის შერჩევა და შეკვეთების კონტროლი
- მარაგების მართვა, ჩამოწერებისა და დანაკარგების კონტროლი, ნარჩენების მინიმიზაცია
- სურსათის უვნებლობის, სანიტარული და ჰიგიენური სტანდარტების დაცვის კონტროლი
- საფირმო კერძებისა და რეცეპტურების კონფიდენციალურობის დაცვა
ჩვენ გვჭირდება, რომ იყოთ:
- ლიდერი, გუნდის მართვის უნარით
- მაღალორგანიზებული და პასუხისმგებლობიანი
- სტრესულ გარემოში ეფექტურად მომუშავე
- პრობლემების ოპერატიულად გადამჭრელი
- კრეატიული და ინოვაციური მიდგომის მქონე
- მენიუსა და კერძების განვითარების გამოცდილებით
უპირატესობა:
- შეფ-მზარეულის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- სხვადასხვა სამზარეულოს მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
- სურსათის უვნებლობის სტანდარტებთან მუშაობის გამოცდილება
- გუნდის მართვისა და ტრენინგების ჩატარების გამოცდილება
მოთხოვნა: პროფესიული კულინარიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: ttsirekidze@arg.ge. subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
