ჯუნიორ შეფი/მზარეული
გამოქვეყნდა 27 ნოებოლო ვადა: 27 დეკ
- მისამართი
- საბურთალო, თბილისი
სრული აღწერა
"ვინორიუმი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ჯუნიორ შეფი (მზარეული).
ლოკაცია: საბურთალო, თბილისი
გვესაჭიროება მზარეული, რომელიც უზრუნველყოფს მენიუში არსებული კერძების მაღალი ხარისხით მომზადებას და სამზარეულოში ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის წესების დაცვას.
ძირითადი მოვალეობები:
- სამუშაო პროცესის დაწყებამდე სამზარეულოს, სამუშაო ზედაპირებისა და ინვენტარის მოწესრიგება
- პირადი ჰიგიენის, უნიფორმისა და ვიზუალური სტანდარტების დაცვა
- კერძების მომზადება რეცეპტურისა და დადგენილი ტექნოლოგიური, გემოვნური და ვიზუალური სტანდარტების შესაბამისად
- შემოსული შეკვეთების ეფექტური მართვა და დროული შესრულება
- პროდუქციის მარაგების კონტროლი და საჭიროებისას შესაბამისი პირის ინფორმირება
- პროდუქციის სწორი შენახვა, დამზადებისა და ვარგისიანობის ვადების მონიშვნა და კონტროლი
- ჩამოსაწერი და დანაკარგი პროდუქციის კონტროლი, ნარჩენების მინიმიზაცია
- სანიტარული ნორმებისა და სურსათის უვნებლობის წესების დაცვა
- კომპანიის ინვენტარისა და ტექნიკის გაფრთხილება და სწორად გამოყენება
ჩვენ გვჭირდება, რომ იყოთ:
- პასუხისმგებლობიანი, ორგანიზებული და დისციპლინირებული
- დეტალებზე ორიენტირებული
- გუნდური მუშაობის უნარის მქონე
- სწრაფ და დატვირთულ გარემოში სამუშაოდ მზად
უპირატესობა:
- კვების ობიექტში მუშაობის გამოცდილება
- სხვადასხვა ტიპის კერძების მომზადების პრაქტიკული გამოცდილება
- პროფესიული კულინარიული განათლება ან შესაბამისი ტრენინგების გავლა
მოთხოვნა: სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენური ნორმების საბაზისო ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: ttsirekidze@arg.ge. subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
