საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვების ლოგისტიკის მენეჯერი
- ანაზღაურება
- 2 000–2 500+ ₾
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 10:00 – 18:00
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- მთავარი მოთხოვნა
- სატრანსპორტო-ლოგისტიკურ კომპანიაში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
სრული აღწერა
Georgian Logistic Group (GLG) 2013 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო გადაზიდვებისა და საბროკერო მომსახურების სფეროში. კომპანია წარმოდგენილია 3 ოფისით საქართველოში (თბილისი, ბათუმი, ფოთი), 2014 წლიდან არის WCA-ს (World Cargo Alliance) წევრი და ფლობს გლობალურ პარტნიორულ ქსელს, რაც საშუალებას გვაძლევს მოვემსახუროთ როგორც ადგილობრივ, ისე მსხვილ საერთაშორისო ორგანიზაციებს მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით.
GLG აცხადებს ვაკანსიას საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვების ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე და ეძებს გუნდის ახალ, ენერგიულ წევრს.
ძირითადი მოვალეობები:
- საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვების სრული ციკლის დაგეგმვა, კოორდინაცია და მართვა;
- საზღვაო ხაზებთან, ტერმინალებთან და ადგილობრივ თუ საერთაშორისო პარტნიორებთან ეფექტური კომუნიკაცია;
- კლიენტებთან მუდმივი კავშირი, ტვირთის სტატუსების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი სატრანსპორტო დოკუმენტაციის მომზადება;
- საექსპორტო და სატრანზიტო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
- გადაზიდვის პროცესში წამოჭრილი პრობლემური სიტუაციების დროული იდენტიფიცირება და დამოუკიდებლად მოგვარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია სატრანსპორტო-ლოგისტიკურ კომპანიაში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- საზღვაო ხაზების მუშაობის სპეციფიკისა და პროცედურების საფუძვლიანი ცოდნა;
- ინგლისური ენის გამართულად ცოდნა (წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციისთვის);
- საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- კრიზისულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემის მოგვარების უნარი.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- ანაზღაურება: 2000 – 2500 ლარი (გამოცდილების შესაბამისად) + საბონუსე სისტემა;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი, 10:00 – 18:00;
- ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, კომფორტული და მეგობრული სამუშაო გარემო, პროფესიული განვითარების შესაძლებლობა და მუშაობისთვის საჭირო ყველა რესურსი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ანაზღაურების პირობები
- 2000–2500 ₾ + ბონუსი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

