რუსულენოვანი ლოგისტიკის გაყიდვების მენეჯერი
გამოქვეყნდა 23 ნოებოლო ვადა: 23 დეკ
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- მისამართი
- თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 132
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 09:30-17:30
სრული აღწერა
"პრემიუმ ლოჯისტიქს ინთერნეიშენალი" ახორციელებს საერთაშორისო გადაზიდვებს მსოფლიო მასშტაბით, სახმელეთო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო გზით.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას რუსულენოვანი ლოგისტიკის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ვებგვერდი: http://pli.ge
სამუშაო აღწერა:
- ახალი მომხმარებლების მოძიება და ბაზების განახლება;
- სანდო პარტნიორების მოძიება და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
- ინდივიდუალური კომერციული შეთავაზებების მომზადება და პრეზენტაციების ჩატარება;
- შეკვეთების მიღება, გაფორმება და ოპერატიული კონტროლი;
- გაყიდვების შემდგომ დამკვეთთან კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება ლოგისტიკის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე;
- რუსული ენის ცოდნა სავალდებულოა;
- ინგლისური და თურქული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ლოგისტიკის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
აუცილებელი უნარები:
- კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა;
- პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობისა და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-17:30;
- სამუშაო ფორმატი: შტატში, ადგილზე;
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 132
- ანაზღაურება: ფიქსირებული, განისაზღვრება გამოცდილების შესაბამისად + ბონუსი გაყიდვებიდან.
განაცხადის გაგზავნა:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოგზავნეთ ელფოსტაზე: career@pli.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: რუსულენოვანი ლოგისტიკის გაყიდვების მენეჯერი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება


