სასრიალო გზების მომზადების და გათოვლიანების სამსახურის მემანქანე ოპერატორი
- ანაზღაურება
- 2 490 ₾
- მისამართი
- ბორჯომი, ბაკურიანი, დაბა ბაკურიანი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ 10:00-18:00. შესვენება 1 საათი (14:00-15:00)
სრული აღწერა
შპს „ემ თი ეი“ აცხადებს ვაკანსიას სასრიალო გზების მომზადების და გათოვლიანების სამსახურის მემანქანე ოპერატორის პოზიციაზე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „ემ თი ეი“ 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მის მმართველობაშია საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) სასრიალო არეალები და საბაგირო ინფრასტრუქტურა.
შპს „ემ თი ეი“ მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებასა და პოზიტიური კორპორატიული სამუშაო გარემოს შექმნაზე.
ჩვენი გუნდის წევრებს ვთავაზობთ:
- კორპორატიულ სატელეფონო ბალანსს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- სეზონურ სასრიალო აბონემენტს (ოთხი კურორტი);
- თანამშრომელთა მოტივაციის ასამაღლებელ ღონისძიებებს.
სამუშაო ადგილი : დაბა ბაკურიანი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00. შესვენება 1 საათი (14:00-15:00)
სამუშაო განაკვეთი: სრული (40 საათი)
ანაზღაურება: დარიცხული 2490 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
- თოვლსატკეპნი მანქანების გამართული მუშაობისა და მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა;
- თოვლსატკეპნი ტექნიკის სარემონტო სამუშაოების შესრულება;
- სასრიალო გზების, სადგურების მიმდებარე ტერიტორიების და სნოუ-პარკების გაწმენდა-მომზადება;
- საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის უფროსთან შეთანხმებით ვიზიტორთა მომსახურება (თოვლსატკეპნი მანქანით ვიზიტორთა გადაყვანა);
- სამაშველო ოპერაციებში ჩართულობა;
- დაგეგმილ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სასურველია პროფესიული ან/ და ტექნიკური განათლება;
- სასურველია მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;
- პუნქტუალურობა.
შერჩევის ეტაპები:
- რეზიუმეების გადარჩევა;
- ინდივიდუალური გასაუბრება.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე Vacancy@mta.ski არაუგვიანეს 2026 წლის 29 ნოემბრისა.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
„საქართველოს კანონის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ გათვალისწინებით, მიღებული აპლიკაციები კომპანიის ბაზაში შეინახება 6 თვის განმავლობაში სამომავლო ვაკანსიასთან კანდიდატურების შესაბამისობის განხილვის მიზნით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია წაიშლება კომპანიის ბაზიდან.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 2490
- განათლების დონე(ები)
- პროფესიული კოლეჯი, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, სხვა
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული



