სამუშაოთა მწარმოებელი
გამოქვეყნდა 27 ნოებოლო ვადა: 27 დეკ
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ 10:00- დან 18:00-მდე
- მისამართი
- ქ. თბილისი, ავთო ვარაზის #99ა (მწვანე უბანი, ლისთან)
სრული აღწერა
სამშენებლო კომპანია შპს "გრენოვა ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ავთო ვარაზის #99ა (მწვანე უბანი, ლისთან)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00- დან 18:00-მდე
ანაზღაურება: 4000 - 6000, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სამშენებლო ობიექტზე მშენებლობის პროცესის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი;
- ობიექტზე მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
- სამუშაო პროცესის დაწყებამდე ობიექტზე დასაქმებული პერსონალისთვის სამუშაო გეგმის გაცნობა;
- დღის განმავლობაში სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების დეტალური კონტროლი.
- სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაციის და აქტების წარმოება;
- სამშენებლო ობიექტებზე შესრულებული სამუშაოების რეპორტინგი;
- დასაქმებული პერსონალის ასანაზღაურებელი ხელფასების უწყისების შედგენა და ხელმძღვანელ პირთან წარდგენა;
- სამშენებლო ობიექტის შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოების აზომვა.
- შესასყიდი მასალების და მომსახურების შეკვეთა და მიღების კონტროლი;
- სამშენებლო ობიექტზე გახარჯული სხვადასხვა სამშენებლო მასალის და ინვენტარის ხარჯვის კონტროლი;
- მარაგებისა და ძირითადი საშუალებების კონტროლი;
- სამშენებლო მოედანზე სისუფთავის უზრუნველყოფა;
- სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და კონტროლი;
ძირითადი მოთხოვნები:
- სამშენებლო ობიექტის მართვის ცოდნა და უნარი;
- სამშენებლო დოკუმენტაციის ცოდნა
- სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და მონიტორინგის უნარი;
- სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (Archicad, Autocad).
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პრობლემის ეფექტურად გადაწყვეტის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
- პუნქტუალურობა;
- კომუნიკაბელურობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@grenova.ge. წერილის სათაურში მიუთითეთ: "სამუშაოთა მწარმოებელი".
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

