სამუშაოთა მწარმოებელი
- ანაზღაურება
- 3 000 ₾
- ქალაქი
- თბილისი
სრული აღწერა
შპს "AWARD" აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
"AWARD" წარმოადგენს ინფრასტრუქტურული და სამშენებლო პროექტების სფეროში მოქმედ კომპანიას. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ეფექტიანად განხორციელების მიზნით ვეძებთ კვალიფიციურ, პასუხისმგებლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს პროფესიონალურ გუნდს.
სამუშაო პირობები:
- მუდმივი სამუშაო ადგილი: ფონიჭალა (კომპანიის ბაზა), სამუშაო არეალი - თბილისი;
- სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (10:00 - 19:00);
- ანაზღაურება: 3000 ლარი ხელზე;
- დამატებითი პირობა: კომპანიის ავტომობილი და საწვავი სამსახურებრივი გადაადგილებისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ბაზაზე და ობიექტზე სამუშაოების ყოველდღიური დაგეგმვა, ორგანიზება და ხელმძღვანელობა;
- ბრიგადებისა და ქვეკონტრაქტორების კოორდინაცია, დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი;
- თანამშრომლების ყოველდღიური აღრიცხვა;
- სამუშაოების საპროექტო ნახაზებთან, ხარჯთაღრიცხვასა და ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- სამუშაოების თანმიმდევრობის, ხარისხისა და ვადების კონტროლი;
- მასალების, მუშახელისა და ტექნიკის საჭიროების წინასწარ განსაზღვრა და დროული მოთხოვნა;
- მასალების მიღებისა და ხარჯვის აღრიცხვა;
- შესრულებული მოცულობების აღრიცხვა, დაფარული სამუშაოების აქტებისა და შესრულების დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
- საინჟინრო სისტემების სამონტაჟო სამუშაოების კოორდინაცია კონსტრუქციულ და მოსაპირკეთებელ სამუშაოებთან;
- პროექტის ხელმძღვანელთან და ტექნიკურ ზედამხედველთან თანამშრომლობა, შეუსაბამობების დროული გამოვლენა და შეთანხმებული გადაწყვეტილებების შესრულება;
- შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთან თანამშრომლობა და ობიექტზე უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- შენობების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
- საპროექტო ნახაზებისა და ხარჯთაღრიცხვის წაკითხვა;
- Excel-ში მუშაობა და AutoCAD-ში ნახაზების წაკითხვისა და ზომების შემოწმების უნარი;
- გუნდის მართვის, პრობლემების დროულად გადაჭრისა და ანგარიშგების უნარი.
თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@award.ge
რეზიუმეს გამოგზავნისას, გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "სამუშაოთა მწარმოებელი - ფონიჭალა", რათა რეზიუმე განვასხვაოთ სხვა ანალოგიურ ვაკანსიებზე გამოგზავნილი რეზიუმეებისგან. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 27/11/2026.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

