სამედიცინო მიმართვების მენეჯერი
- მისამართი
- თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ, 24 ბ
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- საშუალო (middle), 2 წლამდე
- ბენეფიტები
- დაზღვევა, day off, უფასო სასაუბრო დრო
სრული აღწერა
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, სამედიცინო მიმართვების მენეჯერის ვაკანსია დაგაინტერესებს.
სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ, 24 ბ
განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-15:00 სთ; ან
ორშაბათი-პარასკევი 15:00-21:00 სთ;
შაბათი 10:00-14:00 ან 14:00-18:00;
შენი, როგორც სამედიცინო მიმართვების მენეჯერის მთავარი ფუნქციები იქნება:
- სპეციალისტის გასინჯვის ჩანაწერის მიღება ელექტრონული ფოსტით/ბილინიგის სისტემაში;
- ჩანაწერის განხილვა ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით;
- მიმართვების პროგრამული დაფიქსირება და პროვაიდერ დაწესებულებაში გადაგზავნა;
- კომუნიკაცია დაზღვეულთან საჭიროების შემთხვევაში.
გამოგვეხმაურე,თუ:
- ხარ დიპლომირებული მედიკოსი/რეზიდენტი;
- ინგლისური ენა იცი მაღალ დონეზე;
- გაქვს სადაზღვევო კომპანიაში ექიმის ასისტენტად მუშაობის გამოცდილება, რომელიც ჩაითვლება უპირატესობად.
ვეძებთ ჩვენიანს:
- პასუხიმგებლიანს;
- განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;
- საქმეზე კონცენტრირებულს;
- ორგანიზებულსა და დეტალებზე ჩაკირკიტების მოყვარულს.
როგორ ვიზრუნებთ შენზე?
გთავაზობთ:
- საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;
- მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;
- შვებულების 24 სამუშაო დღეს, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;
- მაგთის კორპორატიულ პაკეტს;
- პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
დაგახვედრებთ:
- საინტერესო საქმეს;
- მრავალფეროვნებას;
- სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს;
თუ ფიქრობ, რომ ეს ვაკანსია შენთვისაა, გამოგზავნე რეზიუმე (CV) 2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.
კატეგორია: მედიცინა/ფარმაცია / სამედიცინო წარმომადგენელი
გამოცდილება: საშუალო (middle), 2 წლამდე
ენები: ინგლისური (თავისუფლად)
განათლება: ბაკალავრი, კურსდამთავრებული, specialist
ბენეფიტები: დაზღვევა, day off, უფასო სასაუბრო დრო




