სამედიცინო ხარისხის კონტროლის მენეჯერი
- ანაზღაურება
- 1 800 ₾
- მისამართი
- თბილისი, საბურთალო, ერმილე ბედიას ქ. 33
- სამუშაო გრაფიკი
- 10:00- დან 18:00 -მდე
სრული აღწერა
"ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას “სამედიცინო ხარისხის კონტროლის მენეჯერის” პოზიციაზე.
ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა სადაც პაციენტებს ვთავაზობთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებულ სამედიცინო სერვისებს, რომელთა ხარისხიც საერთაშორისო ანალოგებთან სრულ შესაბამისობაშია.
ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ერმილე ბედიას ქ. 33
სამუშაო გრაფიკი: 10:00- დან 18:00 -მდე
ანაზღაურება: 1 800 ლარი (NET),
ძირითადი ფუნქციები:
· სამედიცინო დოკუმენტაციის მართლწარმოების კონტროლი საქართველოში დადგენილი საკანონმდებლო ნორმებისა და კლინიკის შიდა მოთხოვნების შესაბამისად;
· სამედიცინო დოკუმენტაციასა და დამფინანსებლებთან გადაცემულ ინფორმაციას შორის შესაბამისობის დადგენა;
· დიაგნოზისა და განხორციელებული ჩარევების კოდირების სისწორის უზრუნველყოფა სამედიცინო კლასიფიკატორის შესაბამისად;
· რეჰოსპიტალიზებული შემთხვევების/კლინიკური საკითხების განხილვა ექიმებთან ერთად;
· შესრულებული სამუშაოს წარდგენისათვის საჭირო სამედიცინო დოკუმენტაციის მომზადება; სახელმწიფო პროგრამებისა და სხვა კერძო სადაზღვევოებისთვის დადგენილი წესებისა და ვადების დაცვით;
· დამფინანსებლების (კერძო სადაზღვევო კომპანიები, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, თბილისის მერია/გამგეობები და სხვა) მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის ოპტიმალურ ვადაში მიწოდების უზრუნველყოფა;
· სამედიცინო ქეისების EHR მოდულში გაგზავნის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
· უმაღლესი სამედიცინო განათლება; დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი;
· სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთ) წლიანი გამოცდილება;
· ჯანდაცვის სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
· კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
პიროვნული თვისებები და უნარები:
· ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
· დროის ეფექტური გადანაწილებისა და ვადების დაცვის უნარი;
· ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირება;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსეთ განაცხადი და გამოგვიგზვანეთ რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ი. ჟორდანიას სახელობის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სამედიცინო ხარისხის კონტროლის მენეჯერი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

