რეგიონის ენერგოზედამხედველობის ქვეგანყოფილების სპეციალისტი
- ქალაქი
- ბათუმი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება: რეგიონის ენერგოზედამხედველობის ქვეგანყოფილების სპეციალისტი
კომპანია: სს “ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი”
სამუშაო ადგილი: ბათუმი
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2 დეკემბერი, 2026 წ.
სს “ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი” აცხადებს კონკურსს რეგიონის ენერგოზედამხედველობის ქვეგანყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე.
მოვალეობები:
- კომპანიის მიერ დადგენილ წესების დაცვა, საქართველოს კანონმდებლობით ხელმძღვანელობა და ეთიკის შესაბამისად მოქმედება;
- ელექტროენერგიის დანაკარგების აღმოფხვრის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის ამაღლება;
- დატაცებული, აღურიცხავი ან არასრულფასოვნად აღრიცხული ელექტროენერგიის ფაქტების გამოვლენის, ფიქსაციისა და მოყენებული ზარალის ანაზღაურებისათვის წარმოებული ბრძოლის ეფექტურობის ამაღლება;
- ელექტროენერგიის დარიცხვის დროულობისა და შესაბამისობის ხარისხის ამაღლება.
საჭირო კვალიფიკაცია:
- უმაღლესი ელექტროტექნიკური განათლება;
- სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge 2026 წლის 2 დეკემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიცირებულ კანდიდატებთან.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

