აჭარის ა/რ ფილიალის სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 1 440 ₾
- ქალაქი
- ბათუმი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
აჭარის ა/რ ფილიალის სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტო“ ადმინისტრირებას უწევს სახელმწიფო სოციალურ პროგრამებს და სახელმწიფო გასაცემლებს, რომლის მიზანია მოსახლეობის სოციალურად ყველაზე დაუცველი, მოწყვლადი ოჯახების მხარდაჭერა, მოქალაქეთა მომსახურების ხარისხის ამაღლება, სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. საქართველოში სააგენტოს ტერიტორიული სერვისცენტრები 70 მისამართზეა განთავსებული, რომლებიც, ყოველთვიურად, შესაბამის მომსახურებას უწევენ ქვეყნაში მცხოვრებ დაახლოებით 1,7 მილიონ მოქალაქეს.
კატეგორია:
სოციალური დაცვა
განცხადების ბოლო ვადა:
03.12.2026
თანამდებობრივი სარგო:
1440 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ბათუმი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- ცენტრის დებულებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უზრუნველყოფა;
- ცენტრში შემოსული მოქალაქეთა განცხადებების შესაბამისად ინფორმაციის მოძიება/დამუშავება და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
- ცენტრში შემოსული მოქალაქეთა განცხადებების პირველადი დამუშავება, მატერიალური სახით მიღებული დოკუმენტების რეგისტრაცია საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში (EMOH) და ელექტრონული სახით გადაგზავნა ადრესატისთვის. დარეგისტრირებული დედანი დოკუმენტების შემსრულებლისთვის გადაცემა (საჭიროების შემთხვევაში);
- ცენტრში შემოსული წერილების რეგისტრაცია. ელექტრონულად შემოსული წერილების დამუშავება და შესაბამისი ადრესატებისთვის გადაგზავნა;
- მოქალაქეებისთვის გასაგზავნი წერილების/კორესპონდენციის დამუშავება, კონვერტებში განთავსება და ფოსტის ელექტრონულ პროგრამაში დარეგისტრირება, საფოსტო მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაციისათვის გასაგზავნი კორესპონდენციის რეესტრის მომზადება. უკან დაბრუნებული კორესპონდენციის საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში ასახვა;
- სააგენტოში საფოსტო მომსახურების კოორდინაცია/განხორციელების ხელშეწყობა კანონმდებლობის შესაბამისად;
- დაინტერესებულ პირთა მოთხოვნის შესაბამისად, მომზადებული დოკუმენტების (ცნობა, შეტყობინება) მატერიალური ასლის შექმნა და მოთხოვნის წარმდგენისათვის ან საამისოდ განსაზღვრული პირისათვის გადაცემა;
- მატერიალური სახის დოკუმენტაციის დახარისხება, დაარქივება ნომენკლატურის შესაბამისად;
- „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ პირველადი და განმეორებითი განაცხადის რეგისტრაციის ჟურნალის წარმოება;
- ყოველთვიურად სააგენტოს ცენტრალური აპარატისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, არსებული ბაზის შედარებითი ანალიზი, უზუსტობების გამოვლენა და სათანადო ღონისძიებების განხორციელება;
- „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის შეწყვეტის, გენერაციაში არწასული (დაწუნებული) განაცხადების შესახებ შეტყობინების მომზადება;
- სახელმწიფო გასაცემლების ბაზის გამოყენებით, კვირაში ერთხელ საინვენტარიზაციო ნუსხის მომზადება და შესაბამილ პირებზე მიწოდება;
- საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად არქივის დოკუმენტაციის წარმოება;
- არქივში მატერიალური დოკუმენტაციის სახეობების მიხედვით ფორმირება;
- სახელმწიფო გასაცემლების დოკუმენტაციის, საარსებო შემწეობის დოკუმენტაციის არქივში/საცავში შენახვის და გაცემის ორგანიზება, დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
- საცავის/არქივის საპენსიო საქმის მოძრაობის აღრიცხვის ჟურნალის წარმოება;
- შეწყვეტილი საპენსიო გასაცემლის საქმეების ელექტრონული რეესტრის წარმოება;
- საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად, დაარქივებული დოკუმენტაციის შენახვის ვადების გათვალისწინებით, მათი უტილიზაციისათვის შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფა;
- სახელმწიფო გასაცემლების ბაზის გამოყენებით, თვეში ერთხელ ბენეფიციართა რიცხოვნობისა და მათზე გასაცემად დარიცხული თანხების შესახებ ნაერთი ანგარიშგების მომზადება, გადამოწმება და ვიზირება;
- ყოველთვიურად გადამოწმებული და დამუშავებული ანგარიშგების გადაგზავნა სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირების დეპარტამენტში;
- სახელმწიფო გასაცემლების მონაცემთა ბაზებში განთავსებული ინფორმაციის სისწორის გადამოწმების მიზნით, მონაცემთა ბაზებიდან ამოღებული ინფორმაციის შედარება გასაცემლის საქმეებთან;
- სააგენტოს კომისიებში, სამუშაო ჯგუფებში და საბჭოებში მონაწილეობის მიღება, როგორც წევრად ასევე, ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით;
- საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სააგენტოს დებულებით, სააგენტოს შინაგანაწესით და მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების განხორციელება. მათ შორის, უფლებამოსილების ფარგლებში ცენტრის უფროსის სხვადასხვა დავალებების შესრულება;
- უზრუნველყოფს სამსახურში კარგ სამუშაო ატმოსფეროს და თანამშრომლებს უზიარებს მის პროფესიულ ცოდნასა და გამოცდილებას;
- ცენტრის ფუნქციების ეფექტიანი განხორციელების მიზნით ხელმძღვანელთათვის შესაბამისი წინადადებების მომზადება/წარდგენა;
- გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება უშუალო ხელმძღვანელის დავალებისა და სააგენტოში მოქმედი აქტებით განსაზღვრული წესით.
მინიმალური განათლება:
სრული ზოგადი განათლება
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ I-IV თავი;
- საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის №01-14/ნ ბრძანება;
- საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „სოციალური დახმარების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“;
- „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 დეკემბრის #01-133/ნ ბრძანება;
საკონკურსო კომისიის მისამართი:
თბილისი, ივ. ჯავახიშვილის 51
საკონტაქტო ტელეფონები:
591 916272
საკონტაქტო პირი:
ნატალია ხმალაძე
დამატებითი მოთხოვნები:
კომპეტენციები:
- გუნდური მუშაობა;
- დეტალებზე ორიენტირება;
- კომუნიკაცია მოქალაქეებთან;
- ინფორმაციის შეგროვებისა (და გაცემის) უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
სავალდებულოა, საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი/დიპლომი/ცნობა) უფლებამოსილი პირის მიერ სათანადო წესით გაცემული დოკუმენტის ატვირთვა. წარმოდგენილი დუკუმენტები უნდა იყოს წაკითხვადი და ქართულ ენაზე. ხოლო, უცხოენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნეს ასევე, სათანადო წესით (ნოტარიუსის მიერ გაცემული) დამოწმებული თარგმანი. წარმოდგენილ პირობასთან დოკუმენტის შეუსაბამობა, მიიჩნევა დოკუმენტის წარმოუდგენლობად.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით, განაცხადის მიღების ვადის დასრულებიდან 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება


