პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერი
- ანაზღაურება
- 1 597 ₾
- ქალაქი
- მესტია
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- კანდიდატმა "ჩემი რეზიუმეს" შესაბამის ველში ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერი
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
სსიპ - პროფესიული კოლეჯი ,,თეთნულდი"
კატეგორია:
ადმინისტრაცია
განცხადების ბოლო ვადა:
18.12.2026
თანამდებობრივი სარგო:
1597 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
მესტია
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- განიხილავს კომპეტენციის ფარგლებში შემოსულ კორესპონდენციას და ამზადებს შესაბამის პასუხს;
- უზრუნველყოფს წლიური (კვარტლების და თვეების მიხედვით) ჩასატარებელი ღონისძიებების (პრეზენტაციები, ღია კარის დღეები და სხვ.) გრაფიკის შედგენას
პროფორიენტაციის კუთხით;
- მონაწილეობს პროფესიული ორიენტაციისა და აპლიკანტების მოზიდვის ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში საზოგადოებასთან ურთიერთობის
მენეჯერთან თანამშრომლობით.;
- უზრუნველყოფს დაინტერესებულ პირთა ინფორმირებას დაწესებულებაში არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, ჩარიცხვის სავალდებულო
წინაპირობების, ვადების, დაფინანსების პირობების შესახებ;
- უზრუნველყოფს დაინტერესებულ პირთათვის ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციების გაწევას;
- უზრუნველყოფს სტუდენტებისათვის კონსულტაციების გაწევას კარიერის დაგეგმვის, სამუშაო ადგილების მოძიების, პროფესიით დასაქმებისა და
დამსაქმებლებთან ურთიერთობების საკითხებში;
- კომპეტენციის ფარგლებში ამყარებს თანამშრომლობას დამსაქმებლებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან, მონაწილეობს ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმების მომზადებასა და გაფორმების პროცესში;
- უზრუნველყოფს საწარმოო პრაქტიკის ორგანიზებასთან დაკავშირებულ კომუნიკაციას დამსაქმებლებთან, სასწავლო პროცესისა და სასწავლო საწარმოო
პრაქტიკის მენეჯერთან კოორდინაციით;
- უზრუნველყოფს რეგიონში არსებული შრომის ბაზრის ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოძიებას, დამუშავებას და ხელმძღვანელის ინფორმირებას;
- უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლების შეგროვებას, ანალიზსა და პერიოდულ მონიტორინგს;
- უზრუნველყოფს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის კარიერული განვითარების საკითხებზე კონსულტაციების გაწევას, მათ შორის CV-ის, სამოტივაციო
წერილის მომზადებისა და გასაუბრებისთვის მომზადების მიმართულებით;
- უზრუნველყოფს კომპეტენციის ფარგლებში საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისათვის სისტემატიურად ახალი მასალის მიწოდებას, კოლეჯის ვებ-
გვერდზე განსათავსებლად;
- უზრუნველყოფს კარიერული მომსახურებების, პარტნიორი ორგანიზაციების, სასწავლო/საწარმოო პრაქტიკისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების შესახებ
მონაცემების შეგროვებას, სისტემატიზაციასა და მონაცემთა ბაზის სპეციალისტისათვის გადაცემას;
- მონაწილეობს კურსდამთავრებულებისა და დამსაქმებლების გამოკითხვის პროცესში ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
- მონაწილეობს ახალი თანამშრომლების ინტეგრაციის პროცესში კომპეტენციის ფარგლებში;
- მონაწილეობს კოლეჯის თვითშეფასების პროცესში კომპეტენციის ფარგლებში;
- კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სამოქმედო და სტრატეგიული გეგმების შესრულების შუალედური მონიტორინგისა და წლიური ანგარიშგებისთვის
საჭირო ინფორმაციის მომზადებასა და წარდგენას.
- უზრუნველყოფს მასთან დაცული დოკუმენტების ორგანიზება და არქივისთვის გადაცემა დადგენილი წესით;
- ახორციელებს კანონმდებლობით და დირექტორის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
პროფესია:
ფსიქოლოგიის/სოციალური მეცნიერებების/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
საკონკურსო თემატიკა:
- პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები.
- საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“;
- პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის განვითარების პრინციპები;
- შრომის ბაზრისა და დასაქმების ხელშეწყობის ძირითადი პრინციპები;
- პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის მარეგულირებელი შიდა დოკუმენტები;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედი კანონმდებლობა.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
მესტია, ე.ფარჯიანის ქ.25
საკონტაქტო ტელეფონები:
598579903
საკონტაქტო პირი:
მაია ჩარქსელიანი
დამატებითი მოთხოვნები:
უნარები/პიროვნული თვისებები:
- გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- ლოგიკური, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- პრეზენტაციებისა და საჯარო გამოსვლების უნარი;
- ღონისძიებების დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დამსაქმებლებთან, პარტნიორ ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტური ურთიერთობის უნარი;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- მონაცემთა შეგროვების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ვადების ეფექტიანი მართვის უნარი;
- ინიციატივისა და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის უნარი.
კომპეტენციები:
- კარიერული კონსულტირებისა და პროფესიული არჩევანის მხარდაჭერის კომპეტენცია;
- შრომის ბაზრის მონაცემების მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის კომპეტენცია;
- დამსაქმებლებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარების კომპეტენცია;
- კარიერული ღონისძიებების, საინფორმაციო შეხვედრებისა და დასაქმების ხელშეწყობის აქტივობების ორგანიზების კომპეტენცია;
- ელექტრონული საკომუნიკაციო და მონაცემთა მართვის სისტემების გამოყენების კომპეტენცია პლატფორმების (MS Teams, Zoom, Google Meet ან ანალოგიური) გამოყენების უნარი;
დამატებითი ინფორმაცია:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (vacancy.hr.gov.ge ) მეშვეობით.
აუცილებელია კანდიდატმა "ჩემი რეზიუმეს" შესაბამის ველში ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები :
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
კანდიდატების საყურადღებოდ:
ა/ სამუშაო ადგილად განისაზღვრება მესტია, ე.ფარჯიანის ქ.25, კოლეჯი "თეთნულდი".
გ/ საკონკურსო ეტაპების (საბუთების გადარჩევისა და გასაუბრების) წარმატებით გავლისა დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სავალდებულო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის შემდგომ კანდიდატთან გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება.
დ) ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს თანხმობას, რომ მისი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს მიმდინარე შერჩევის პროცესის მიზნებისთვის.
ე)იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი არ იქნება შერჩეული აღნიშნულ ვაკანსიაზე, მისი რეზიუმე შესაძლოა კომპანიამ შეინახოს 1 (ერთი) წლის ვადით მომავალში შესაბამისი ვაკანსიების არსებობის შემთხვევაში კანდიდატთან დაკავშირებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობის განხილვის მიზნით.
ვ) კანდიდატს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, წაშლა ან მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.ამისათვის მიმართეთ საკონტაქტო პირს.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით ,განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში
