პროფორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის მენეჯერი
- ანაზღაურება
- 1 610 ₾
- ქალაქი
- მცხეთა
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- მთავარი მოთხოვნა
- კანდიდატმა "ჩემი რეზიუმეს" შესაბამის ველში ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
პროფორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის მენეჯერი
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი
კატეგორია:
ადმინისტრაცია
განცხადების ბოლო ვადა:
27.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
1610 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
მცხეთა
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
კოლეჯის პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერის უფლებამოსილებები/ უფლებამოვალეობები განისაზღვრება შემდეგნაირად:
- კვარტალური ანგარიშის მომზადება და წარდგენა კოლეჯის დირექტორისა და დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოადგილისათვის;
- კომპეტენციის ფარგლებში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
- წლიური (კვარტლების და თვეების მიხედვით) ჩასატარებელი ღონისძიებების (პრეზენტაციები, ღია კარის დღეები და სხვ.) გრაფიკის შედგენა პროფორიენტაციის კუთხით;
- კოლეჯის საქმიანობის რეკლამირება (PR) ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეების, მათი მშობლების, პროფესიული კოლეჯის პოტენციური სტუდენტებისა და დამსაქმებლების მოზიდვის მიზნით;
- დაინტერესებულ პირთა ინფორმირება დაწესებულებაში არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, ჩარიცხვის სავალდებულო წინაპირობების, ვადების, დაფინანსების პირობების შესახებ;
- დაინტერესებულ პირთათვის ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციების გაწევა;
- სტუდენტებისათვის კონსულტაციების გაწევა კარიერის დაგეგმვის, სამუშაო ადგილების მოძიების, პროფესიით დასაქმებისა და დამსაქმებლებთან ურთიერთობების საკითხებში;
- მემორანდუმებისა და ხელშეკრულებების გაფორმება კომპანიებთან საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად;
- რეგიონში არსებული შრომის ბაზრის ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და დირექტორის ინფორმირება;
- დაწესებულების კურსდამთავრებულთა დასაქმების სტატისტიკის მომზადება და ყოველკვარტლური მონიტორინგი;
- პროფესიული სტუდენტებისათვის CV-ისა და სამოტივაციო წერილის შედგენა და ვაკანსიის მოთხოვნებთან მათი მისადაგება; გასაუბრების (თვითპრეზენტაციის) წარმართვის ტექნიკაში კონსულტირება;
- პასუხისმგებელია სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და დამსაქმებელთა ბაზების მართვაზე და მონაცემების განახლებაზე
- პასუხსიმგებელია პროფესიულ სტუდენტთა მხარდაჭერის ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაზე, პროფესიულ სტუდენტთა ადაპტაციაზე.
- პასუხისმგებელია სტუდენტებთან ხელშეკრულებების გაფორმებაზე არაუგვიანეს სტუდენტის ჩარიცხვიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, სტუდენტებისათვის ხელშეკრულების პირობების სრულად და გასაგებად გაცნობაზე, აგრეთვე გაფორმებული ხელშეკრულებების საქმისწარმოების სამსახურისთვის გაფორმებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში გადაცემაზე.
- ვალდებულია წარმოადგინოს შესასრულებელი სამუშაოს გეგმა-გრაფიკი, რომლის შესაბამისადაც წინასწარ განსაზღვრული ვადების დაცვით ვალდებულია დირექტორს წარუდგინოს შესრულებული სამუშაოების ანგარიში;
- ვალდებულია შეადგინოს პროგრამების შესახებ ცხრილი სადაც დეტალურად იქნება გაწერილი პროგრამების შესახებ ინფორმაცია, სტატისტიკა, დასაქმება, მცირე ბიზნესის განხორციელება (რომელია მილევადი პროგრამა, რომელი მიმდინარეობს, რომელი პროგრამა არის ნაკლებად აქტიური, რომელი მეტად აქტიური, რომელი პროგრამის სტუდენტებს აქვთ დასაქმების შესაძლებლოლობა);
- ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებთან ( პედაგოგებთან , მშობლებთან , მოსწავლეებთან) შეხვედრების დაგეგმვა , პროფესიული განათლების გაცნობის მიზნით მასტერკლასების ჩატარება პედაგოგების ჩართულობით;
- მონაწილეობს კოლეჯის სტრატეგიული გეგმის და კოლეჯის წლიური ანგარიშის შედგენაში;
- კომპეტენციის ფარგლებში სხვა საქმანობის განხორციელება,რომელიც გამომდინარეობს კოლეჯის ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას
- პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერი პასუხისმგებელია: კოლეჯში სტუდენტების მოზიდვაზე, კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობაზე და გაფორმებული მემორანდუმის/ ხელშეკრულების საგანმანათლებლო პროგრამთან შესაბამისობაზე.
მინიმალური განათლება:
პროფესიული
საკონკურსო თემატიკა:
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი
- საქართველოს განათლების, მეცნერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 19 ივნისის N115/ნ ბრძანება საჯარო სამართლის იურიდიული პირის სსიპ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის წესდების დამტკიცების თაობაზე;
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის, სსიპ -ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის შინაგანაწესი.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
მცხეთის რაიონი სოფ: წინამძღვრიანთკარი; ილია წინამძღვრიშვილის ქN2ა
საკონტაქტო ტელეფონები:
577 55 61 53;577 21 50 90
საკონტაქტო პირი:
ლამზირა აბაიაძე
დამატებითი მოთხოვნები:
პროფორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებულ კანდიდატს სასურველია ჰქონდეს:
ა) 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერის პოზიციაზე ან/და განათლების სფეროში.
გ) კვალიფიკაცია - განათლების მეცნიერებები, ან ჰუმანიტარული მეცნიერებები ან საერთაშორისო მეცნიერებები;
დ) დამატებითი უცხო ენის ცოდნა (ინგლისური , გერმანული);
დამატებითი ინფორმაცია:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (vacancy.hr.gov.ge ) მეშვეობით.
აუცილებელია კანდიდატმა "ჩემი რეზიუმეს" შესაბამის ველში ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები :
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი- ( ასეთის არსებობის შემთხვევაში) ;
კანდიდატების საყურადღებოდ:
ა/ სამუშაო ადგილად განისაზღვრება მცხეთის რაიონი სოფ.წინამძღვრიანთკარი . სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი;
გ/ საკონკურსო ეტაპების (საბუთების გადარჩევისა და გასაუბრების) წარმატებით გავლისა დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სავალდებულო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის შემდგომ კანდიდატთან გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება.
დ) ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს თანხმობას, რომ მისი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს მიმდინარე შერჩევის პროცესის მიზნებისთვის.
ე)იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი არ იქნება შერჩეული აღნიშნულ ვაკანსიაზე, მისი რეზიუმე შესაძლოა კომპანიამ შეინახოს 1 (ერთი) წლის ვადით მომავალში შესაბამისი ვაკანსიების არსებობის შემთხვევაში კანდიდატთან დაკავშირებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობის განხილვის მიზნით.
ვ) კანდიდატს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, წაშლა ან მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.ამისათვის მიმართეთ საკონტაქტო პირს.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით ,განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში
