ოპერაციების სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 1 500 ₾
სრული აღწერა
სს "კავკასიის ტურისტულ ჰოლდინგი" ში შემავალი კომპანია სს "ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი", რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული და პარტნიორი კომპანიები ჰყავს "გალფი"-სა და "დე სე თე"-ს ქვეყნებში, აცხადებს ვაკანსიას ოპერაციების სპეციალისტის პოზიციაზე.
სს "კავკასიის ტურისტულ ჰოლდინგი" 2010 წლიდან წარმოადგენს ტურისტულ ჰოლდინგს და მუშაობს როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმზე. მასში გაერთიანებულია, თავის სფეროში, ბაზარზე ლიდერი კომპანიები: GASA- რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი ავიახაზების როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia, GDM- კი დაკავებულია შემომყვანი ტურიზმით. პარტნიორები ჰყავს "გალფი"-ს და "დსთ"-ს ქვეყნებში და ასევე, საქართველოს სტუმრებს სთავაზობს ქვეყნის შიდა ტურებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა, (როგორც სასაუბრო ისე წერითი უნარები)
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word; Excel; PowerPoint; Outlook).
სამუშაო პირობები:
- სამუშაო დრო: 10:00 -18:00 მდე (ორშაბათი - პარასკევი)
- შრომის ანაზღაურება: 1500 ლარი (NET)
მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- გიდებისა და მძღოლების შერჩევა, მათთან კომუნიკაციის წარმოება, სამუშაო დეტალების შეთანხმება და შესრულების პროცესის მონიტორინგი.
- ტურისტული ტრანსფერებისა და ტურების მარშრუტების, გრაფიკისა და ლოგისტიკის დაგეგმვა კომპანიის სტანდარტებისა და კლიენტის მოთხოვნების შესაბამისად.
- ჩამოსვლისა და გამგზავრების რეისების მონიტორინგი, ცვლილებების ოპერატიული დამუშავება და შესაბამისი მხარეების ინფორმირება.
- ტურისტული პროგრამების შესაბამისად რესტორნების შერჩევა, შეთანხმება და წინასწარი დაჯავშნების უზრუნველყოფა.
- გაწეული ხარჯების სისტემაში შეყვანა, მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება და შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის კონტროლი.
- დამხვედრ-გამცილებლების დღის განრიგის შედგენა, სამუშაო პროცესის მონიტორინგი და ეფექტური კოორდინაცია.
- გაყიდული ტურების მონაცემების შესაბამის პროგრამაში დროული და ზუსტი შეყვანა და სტატუსების კონტროლი.
- დამატებითი სერვისების (მუზეუმები, მატარებლები, საბაგიროები და სხვა ტურისტული აქტივობები) მოძიება, შეთანხმება და დაჯავშნა.
- სასტუმროებთან კოორდინაცია, განსაკუთრებით გამგზავრების ტრანსფერის დროის მიწოდების მიზნით, მომსახურების შეუფერხებელი უზრუნველყოფა.
საჭირო უნარები:
- ორგანიზებულობა და დაგეგმვის უნარი - რამდენიმე სამუშაო პროცესის ერთდროულად მართვა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა.
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი - მძღოლებთან, გიდებთან, სასტუმროებთან, რესტორნებთან და სხვა პარტნიორებთან ეფექტური კომუნიკაცია.
- დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე - მონაცემების, ჯავშნების, ხარჯების სწორად დამუშავება.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა - დაკისრებული მოვალეობების დროული და ხარისხიანი შესრულება
- მოქნილობა და ადაპტაციის უნარი - გეგმებისა და პრიორიტეტების სწრაფად ცვლილების შესაძლებლობა საჭიროებისამებრ.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: HR@GDM.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ოპერაციების სპეციალისტი".
გისურვებთ წარმატებას!


