ფინანსური ოპერაციების სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 1 700–2 000 ₾
- მისამართი
- თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 6გ
სრული აღწერა
"კონსილიუმ მედულა" 2003 წელს დაარსებული მრავალპროფილური კლინიკაა. კლინიკაში მომხმარებელს შეუძლია უმაღლესი ხარისხის დიაგნოსტიკური, ამბულატორიული, ქირურგიული და ონკოლოგიური მომსახურების მიღება. "კონსილიუმ მედულა" ორიენტირებულია პაციენტთა მკურნალობის და მოვლის სტანდარტის ამაღლებაზე, პროფესიული ცოდნის გავრცელებასა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.
"კონსილიუმ მედულა" ეძებს გუნდის ახალ წევრს ფინანსური ოპერაციების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 6გ;
- სამუშაო განაკვეთი: სრული;
- ანაზღაურება: 1700-2000 ლარი (კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე).
პასუხისმგებლობები:
- თანამშრომელთა ხელფასების ყოველთვიური გამოთვლა და თითოეულ თანამშრომელთან ხელფასის ამონაწერის გაზიარება;
- კლინიკიდან გასაწერი პაციენტების ფინანსური მდგომარეობის შემოწმება (დავალიანებები, გადახდები) დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით;
- ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და აქტივების აღრიცხვა;
- ფინანსური დოკუმენტაციის მოწესრიგება და კონტროლი;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი და მართვა;
- არსებული შიდა პროგრამიდან საჭირო რეპორტების მომზადება;
- თანამშრომლობა აუდიტორებთან და საგადასახადო ორგანოებთან საჭიროების შემთხვევაში;
- საჭიროებისამებრ დახმარება ფინანსური დირექტორისთვის დამატებით ანალიტიკურ და ადმინისტრაციულ ამოცანებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბუღალტრული ან ფინანსური განათლება (ბაკალავრი);
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია სამედიცინო სფეროში);
- ბუღალტრული პროგრამების (მაგ., ORIS, ) ცოდნა სასურველია;
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა;
- საბანკო ოპერაციებთან და ანგარიშგებებთან მუშაობის გამოცდილება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ორგანიზებულობა;
- MS Office-ის (განსაკუთრებით Excel-ის) კარგად ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- გუნდური მუშაობის და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
ჩვენთან დაგხვდებათ:
- კომფორტული და პოზიტიური სამუშაო გარემო;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
- ხელმძღვანელისა და გუნდის წევრების მხარდაჭერა.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@medconsilium.ge 2026 წლის 2 დეკემბრამდე. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ფინანსური ოპერაციების სპეციალისტის".
"კონსილიუმ მედულა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
შპს "მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
