მცხობელი / კონდიტერი
- ქალაქი
- ბათუმი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
სრული აღწერა
ჩვენ შესახებ:
მარე ბათუმში მდებარე კვების ობიექტია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს რესტორანს, საცხობს, ღვინის მაღაზიას, ორგანული სურსათის მაღაზიასა და მწვანე აფთიაქს.
პროდუქტებს ხარისხის, წარმომავლობისა და სეზონურობის მიხედვით ვარჩევთ და ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ფერმერებთან, მეღვინეებთან და მწარმოებლებთან. ჩვენი მიზანია, კარგი საკვები ყოველდღიური და ხელმისაწვდომი გავხადოთ.
ვეძებთ გამოცდილ გუნდის წევრს, რომელიც ჩვენს საცხობში ყოველდღიურ პურსა და დესერტებს გამოაცხობს.
პოზიციის მიზანი:
საცხობის ყოველდღიური წარმოება: პური, ცომეული და დესერტები საცხობისა და რესტორნისთვის, ერთიანი ხარისხით.
მოთხოვნები:
- მცხობლად ან კონდიტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლის გამოცდილება
- პურისა და ცომეულის ტექნოლოგიის ცოდნა
- დამოუკიდებლად მუშაობისა და წარმოების დაგეგმვის უნარი
უპირატესობა მიენიჭება:
- ბუნებრივ საფუარზე (sourdough) პურის გამოცხობის გამოცდილებას
- საკონდიტრო ან კულინარიულ განათლებას
- ქართული ცომეულის ცოდნას
რას გთავაზობთ
- კვება სამუშაო დროს
- სამუშაო ფორმა
- ასორტიმენტის შექმნაში მონაწილეობის შესაძლებლობა
- სტაბილური ანაზღაურება
განაცხადი: CV გამოგზავნეთ marebatumi@gmail.com-ზე, სათაურით: "მცხობელი-კონდიტერი - სახელი, გვარი".
გასაუბრებაზე მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.
მარე უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს. პერსონალური მონაცემები გამოიყენება მხოლოდ შერჩევის მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ღია კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- გამოცდილება აუცილებელია
- გამოცდილება 1 წლიდან
- განათლების დონე(ები)
- პროფესიული კოლეჯი, საშუალო განათლება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
