მცხობელი-კონდიტერი
- ქალაქი
- ბათუმი
სრული აღწერა
"მარე" ბათუმში მდებარე კვების ობიექტია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს რესტორანს, საცხობს, ღვინის მაღაზიას, ორგანული სურსათის მაღაზიასა და მწვანე აფთიაქს.
პროდუქტებს ხარისხის, წარმომავლობისა და სეზონურობის მიხედვით ვარჩევთ და ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ფერმერებთან, მეღვინეებთან და მწარმოებლებთან. ჩვენი მიზანია, კარგი საკვები ყოველდღიური და ხელმისაწვდომი გავხადოთ.
ვეძებთ გამოცდილ გუნდის წევრს მცხობელი-კონდიტერის პოზიციაზე, რომელიც ჩვენს საცხობში ყოველდღიურ პურსა და დესერტებს გამოაცხობს.
პოზიციის მიზანი: საცხობის ყოველდღიური წარმოება - პური, ცომეული და დესერტები საცხობისა და რესტორნისთვის, ერთიანი ხარისხით.
მოთხოვნები:
- მცხობლად ან კონდიტერად მუშაობის მინიმუმ 1 წლის გამოცდილება;
- პურისა და ცომეულის ტექნოლოგიის ცოდნა;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და წარმოების დაგეგმვის უნარი.
უპირატესობა მიენიჭება:
- ბუნებრივ საფუარზე (sourdough) პურის გამოცხობის გამოცდილებას;
- საკონდიტრო ან კულინარიულ განათლებას;
- ქართული ცომეულის ცოდნას.
რას გთავაზობთ:
- კვება სამუშაო დროს;
- სამუშაო ფორმა;
- ასორტიმენტის შექმნაში მონაწილეობის შესაძლებლობა;
- სტაბილური ანაზღაურება.
განაცხადი:
CV გამოგზავნეთ marebatumi@gmail.com-ზე, სათაურით: "მცხობელი-კონდიტერი - სახელი, გვარი".
გასაუბრებაზე მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.
მარე უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს. პერსონალური მონაცემები გამოიყენება მხოლოდ შერჩევის მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
