მშენებლობის ზედამხედველი
- მისამართი
- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, ქვემო ქართლის რეგიონი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00
სრული აღწერა
მშენებლობის ზედამხედველი (სამოქალაქო სამშენებლო სამუშაოები) | ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი
პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი - "PMCG" ეძებს მშენებლობის ზედამხედველს, რომელიც შემოუერთდება ახალი რეგიონული სანიტარიული ნაგავსაყრელის მშენებლობის ზედამხედველობის გუნდს. ზედამხედველი ყოველდღიურად გააკონტროლებს სამშენებლო სამუშაოებს, შეამოწმებს მშენებლობის ხარისხსა და მიმდინარეობას, კომუნიკაცია ექნება პროექტის გუნდთან ობიექტზე გამოვლენილი პრობლემების შესახებ.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, ქვემო ქართლის რეგიონი.
- სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00.
- სამუშაოს დაწყება - დაუყოვნებლივ.
- ვადა - 9 თვე, გაგრძელების შესაძლებლობით.
- ტრანსპორტირება - PMCG უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას
ძირითადი მოვალეობები:
- ობიექტის ყოველდღიური შემოწმება და კონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის დადგენა დამტკიცებულ ნახაზებთან, ტექნიკურ სპეციფიკაციებსა და ხელშეკრულების შესაბამის მოთხოვნებთან.
- სამუშაოების შესრულების ხარისხის, გამოყენებული მასალებისა და მშენებლობის მიმდინარეობის კონტროლი, ტესტებსა და კვლევებზე დასწრება.
- ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებისა და პროგრესის შესახებ ანგარიშების წარმოება.
- დეფექტების, შეფერხებებისა და ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების საკითხების დოკუმენტირება, მათ შესახებ ინფორმაციის მიწოდება და გამოსასწორებელი ღონისძიებების შესრულების მონიტორინგი.
- ობიექტზე ყოველდღიური საკითხების კოორდინაცია კონტრაქტორსა და ზედამხედველობის გუნდთან, საჭიროების შემთხვევაში შეხვედრებში მონაწილეობა.
- ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების, გამოვლენილი სირთულეებისა და სხვა შესაბამისი საკითხების შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამოქალაქო ინჟინერიის ან მონათესავე მიმართულებით.
- სამოქალაქო ინჟინერიის ან ინფრასტრუქტურის მშენებლობის სფეროში მუშაობის სულ მცირე 10-წლიანი პროფესიული გამოცდილება.
- საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ზედამხედველობის პრაქტიკული გამოცდილება, მათ შორის წყალგამტარი მილების, წყალგამყვანი არხების, სადრენაჟო სისტემებისა და ყრილების მოწყობის, მიწის სამუშაოებისა და სხვა თანმხლები სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა.
- ტექნიკური ნახაზებისა და სპეციფიკაციების წაკითხვისა და ინტერპრეტაციის უნარი.
- ინგლისური ენის ცოდნა ობიექტზე შესრულებული სამუშაოების შესახებ წერილობითი ანგარიშების მოსამზადებლად საკმარის დონეზე.
- უპირატესობად ჩაითვლება საერთაშორისო პროექტების ფარგლებში სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის გამოცდილება.
- უპირატესობად ჩაითვლება ნაგავსაყრელის მშენებლობის ზედამხედველობის ან FIDIC-ის ხელშეკრულებების ფარგლებში მუშაობის გამოცდილება.
განაცხადის წარდგენის წესი
გთხოვთ, ინგლისურენოვანი CV გამოგზავნოთ არაუგვიანეს 10 დეკემბრისა, შემდეგ მისამართზე - career@pmcginternational.com. წერილის თემის ველში მიუთითეთ Site Supervisor - Kvemo Kartli SWP. გთხოვთ, ასევე მიუთითოთ თარიღი, როდესაც მუშაობის დაწყებას შეძლებთ.


