მშენებელ ინჟინერი
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- მისამართი
- ქუთაისი, ილ. ჭავჭავაძის გამზ. #67 ბ
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- 3 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- მიუთითონ
- სამუშაო გრაფიკი
- შაბათ-კვირა, სამუშაო დღეები · ს შედგენა, შესრულების მონიტორინგი და შეფერხებებზე დროული რეაგირება
სრული აღწერა
სამშენებლო კომპანია მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისთვის ეძებს გამოცდილ მშენებელ ინჟინერს. პროექტები მოიცავს მრავალბინიან საცხოვრებელ შენობებს, სავაჭრო და სასტუმრო ობიექტებს.
ეძებს პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ სპეციალისტს, რომელსაც შეუძლია სამშენებლო პროცესების დაგეგმვა, ადგილზე კოორდინაცია და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი.
ძირითადი მოვალეობები:
სამშენებლო სამუშაოების ორგანიზება და ყოველდღიური ტექნიკური კონტროლი;
სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შემოწმება;
სამუშაო გრაფიკის შედგენა, შესრულების მონიტორინგი და შეფერხებებზე დროული რეაგირება;
სამუშაოთა მოცულობების დათვლა, მასალების საჭიროების განსაზღვრა და ხარჯვის კონტროლი;
სამშენებლო ბრიგადებისა და ქვეკონტრაქტორების მუშაობის კოორდინაცია;
შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ხარისხის შემოწმება, მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
პროექტანტებთან თანამშრომლობა და ტექნიკური საკითხების შეთანხმება;
სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოება და ხელმძღვანელობისთვის ანგარიშების წარდგენა;
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთან თანამშრომლობა და გამოვლენილი დარღვევების შესახებ დროული ინფორმირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება მშენებლობის ან სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით;
სამშენებლო ობიექტზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების წაკითხვისა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
რკინაბეტონისა და ლითონის კონსტრუქციების სამშენებლო სამუშაოების ცოდნა;
სამუშაოთა მოცულობების დათვლისა და მასალების უწყისების მომზადების გამოცდილება;
AutoCAD-ისა და Excel-ის სამუშაო დონეზე ცოდნა;
სამუშაოების დაგეგმვის, გუნდის კოორდინაციისა და პრობლემების დროულად გადაჭრის უნარი.
უპირატესობად ჩაითვლება:
მრავალბინიანი, სავაჭრო ან სასტუმრო ობიექტების მშენებლობის გამოცდილება;
ლითონის კარკასისა და სენდვიჩპანელების მონტაჟის გამოცდილება;
ხარჯთაღრიცხვებთან და შესრულებული სამუშაოების აქტებთან მუშაობის გამოცდილება;
მართვის მოწმობა.
ანაზღაურება: შეთანხმებით-კვალიფიკაციისა და პასუხისმგებლობის შესაბამის ანაზღაურება.
დამსაქმებლის მოთხოვნები:
გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ინჟინერია, სამშენებლო ინჟინერია.
ენები:ინგლისური, რუსული.
მართვის მოწმობა:B კატეგორია
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გააგზავნონ CV.
სავალდებულოა მიუთითონ:
რომელ ობიექტებზე გიმუშავიათ და რა იყო თქვენი უშუალო პასუხისმგებლობა;
სასურველი ანაზღაურება;
სამუშაოს დაწყების შესაძლო თარიღი.
პროფესია: ინჟინერ-მშენებელი
სამუშაო ადგილი: ილ. ჭავჭავაძის გამზ. #67 ბ
ვაკანსიების რაოდენობა: 1
ხელფასი: შეთანხმებით, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
სამუშაო გრაფიკი: შაბათ-კვირა, სამუშაო დღეები
დასაქმების ფორმა: სრული
გამოცდილება: 3 წელი
ენები: ქართული (თავისუფლად)
უნარები: კომუნიკაცია, დარგობრივი ცოდნის გამოყენება, თანამშრომლობა, ტოლერანტულობა, კვლევა/სწავლა, კეთილსინდისიერება, ინოვაციურობა, ერთგულება, შედეგზე ორიენტაცია, დაგეგმვა/ორგანიზება, გადაწყვეტილების მიღება
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ანაზღაურების პირობები
- ანაზღაურება: შეთანხმებით-კვალიფიკაციისა და პასუხისმგებლობის შესაბამის ანაზღაურება. ხელფასი: შეთანხმებით, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

