მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი
სრული აღწერა
დანართი №1
"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ფსიქოლოგიის (ქართულენოვანი) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, აკადემიური ნიშნით შემდეგი მიმართულებებით:
- 1. ფსიქოლოგიის (ქართულენოვან) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე (აკადემიური ნიშნით): ა) განათლების ფსიქოლოგიის მიმართულებით - 1 ასოცირებული პროფესორი;
- 2. დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვან ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე (აკადემიური ნიშნით): ა) ჰისტოლოგიის მიმართულებით - 1 ასისტენტ-პროფესორი, 1 ასისტენტი; ბ) გინეკოლოგიის მიმართულებით - 1 ასისტენტ-პროფესორი; გ) ნეიროქირურგიის მიმართულებით - 1 პროფესორი; დ) კლინიკური დიაგნოსტიკის მიმართულებით - 1 ასოცირებული პროფესორი;
- 3. დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვან ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე (აკადემიური ნიშნით): ა) ჯანდაცვის მიმართულებით - 3 ასისტენტ-პროფესორი, 1 ასისტენტი; ბ) იმუნოლოგიის მიმართულებით - 1 ასისტენტ-პროფესორი, 1 ასისტენტი; გ) ენდოკრინოლოგიის მიმართულებით - 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი, 1 ასისტენტი; დ) ოტორინოლარინგოლოგიის მიმართულებით - 1 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი; ე) სამეცნიერო კვლევის მიმართულებით - 3 პროფესორი, 1 ასოცირებული პროფესორი.
საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები:
პროფესორის (აკადემიური ნიშნით) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- ა) ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- ბ) ჰქონდეს სულ მცირე 6 წელი სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება, ხოლო კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში სულ მცირე 6 წელი პედაგოგიური და ბოლო 9 წელი კლინიკური გამოცდილება;
- გ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან მათი თანაავტორობა;
- დ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
- ე) ინგლისური ენის არანაკლებ B2-დონეზე ცოდნა;
- ვ) უნდა ფლობდეს შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატს (კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში).
ასოცირებული პროფესორის (აკადემიური ნიშნით) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- ა) ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- ბ) ჰქონდეს სულ მცირე 3 წელი სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება, ხოლო კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში სულ მცირე 3 წელი პედაგოგიური და ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება;
- გ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაციის/პუბლიკაციების გამოქვეყნება ან მათი თანაავტორობა;
- დ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
- ე) ინგლისური ენის არანაკლებ B2-დონეზე ცოდნა;
- ვ) უნდა ფლობდეს შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატს (კლინიკური დისციპლინებისა და კლინიკური დიაგნოსტიკის შემთხვევაში).
ასისტენტ-პროფესორის (აკადემიური ნიშნით) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- ა) ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- ბ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციების გამოქვეყნებები ან მათი თანაავტორობა;
- გ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
- დ) კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში სულ მცირე ბოლო 3 წელი კლინიკური გამოცდილება;
- ე) უნდა ფლობდეს შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატს (კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში).
ასისტენტის (აკადემიური ნიშნით) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- ა) ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი ან იყოს დოქტორანტი;
- ბ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
- გ) ინგლისური ენის არანაკლებ B2-დონეზე ცოდნა;
- დ) კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში სულ მცირე ბოლო 3 წელი კლინიკური გამოცდილება;
- ე) უნდა ფლობდეს შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატს (კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში).
შენიშვნა: ინგლისური ენის ცოდნა ქართულენოვან პროგრამაზე კანდიდატისთვის არ წარმოადგენს სავალდებულო მოთხოვნას.
ფსიქოლოგიის მიმართულებით:
ასოცირებული პროფესორის (აკადემიური ნიშნით) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (განათლების მიმართულებით) კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- ა) ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში;
- ბ) ჰქონდეს სულ მცირე 3 წელი სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
- გ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაციის/პუბლიკაციების გამოქვეყნება ან მათი თანაავტორობა;
- დ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.
საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას ელექტრონულად (ელ. ფოსტაზე: info@eu.edu.ge) წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (განაცხადი ივსება მხოლოდ ერთი მიმართულებით და ერთ კონკრეტულ პოზიციაზე);
- ბ) ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ევროპის უნივერსიტეტის ფორმატში (განაცხადის და CV-ის ფორმა იხილეთ შემდეგ ელექტრონულ ბმულზე:);
- გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- დ) შესაბამის სფეროში კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების არსებობის შემთხვევაში კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
- ე) სამეცნიერო/პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
- ვ) საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების სია და ნაშრომები ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);
- ზ) შესაბამისი სილაბუსები (ელექტრონული ვერსია);
- თ) სერტიფიკატის ასლი, რომელიც ადასტურებს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში ტრენინგის გავლის ფაქტს (არსებობის შემთხვევაში, ხოლო სერტიფიკატის არ ქონის შემთხვევაში უნივერსიტეტი უზრუნველყოფს საკუთარი რესურსით პერსონალის გადამზადებას);
- ი) ცნობა სამუშაო ადგილიდან, რომელიც ადასტურებს კლინიკურ გამოცდილებას კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში;
- კ) შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი კლინიკური დისციპლინებისა და კლინიკური დიაგნოსტიკის შემთხვევაში;
- ლ) ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი ერთ-ერთი დოკუმენტი: ლ.ა) ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; ლ.ბ) საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელების (არანაკლებ 1 წლის განმავლობაში) დამადასტურებელი დოკუმენტი; ლ.გ) საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელების (არანაკლებ 1 წლის განმავლობაში) დამადასტურებელი დოკუმენტი; ლ.დ) ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით; ლ.ე) ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.);
- მ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა;
- ნ) სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).
კონკურსი ჩატარდება შპს "ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების წესის" შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:
პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება.
კონკურსის ვადები:
- 1. კონკურსი გამოცხადებულია 2026 წლის 27 ნოემბრიდან;
- 2. აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 28 დეკემბრიდან აპრილიდან 2027 წლის 15 იანვრის ჩათვლით;
- 3. კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2027 წლის 22 იანვრისა;
- 4. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2027 წლის 4 თებერვლისა;
- 5. კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2027 წლის 5 თებერვლისა;
- 6. კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადაა 2027 წლის 8 თებერვლიდან 9 თებერვლის ჩათვლით.
საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის:
კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას უზრუნველყოფს "ევროპის უნივერსიტეტის" საქმისწარმოების სამსახური, ხოლო კონკურსანტთა კონსულტირებას ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.
საკონტაქტო რეკვიზიტები: დ. გურამიშვილის გამზ. N76. info@eu.edu.ge; ტელ: 032 2 000 171

