აკადემიური თანამდებობები - მედიცინის ფაკულტეტი
- მისამართი
- თბილისი, კოსტავას ქ. # 77
სრული აღწერა
შპს "ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს მედიცინის ფაკულტეტზე "დიპლომირებული მედიკოსის" ინგლისურენოვან ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე საბაზისო დისციპლინებში, აკადემიური პერსონალის: პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
ადგილმდებარეობა: თბილისი, კოსტავას ქ. # 77
მედიცინის ფაკულტეტზე ვაკანტური პოზიციები:
ინგლისურენოვანი საბაზისო დისციპლინები:
ანატომიის/ნეიროანატომიის მიმართულება:
- პროფესორი -1 ვაკანსია;
- ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;
- ასისტენტ პროფესორი -1 ვაკანსია;
- ასისტენტი -1 ვაკანსია.
ფიზიოლოგიის/ნეიროფიზიოლოგიის მიმართულება:
- პროფესორი -1 ვაკანსია;
- ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;
- ასისტენტ პროფესორი -1 ვაკანსია;
- ასისტენტი -1 ვაკანსია.
ჰისტოლოგიის და ემბრიოლოგიის მიმართულება:
- პროფესორი -1 ვაკანსია;
- ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;
- ასისტენტ პროფესორი -1 ვაკანსია;
- ასისტენტი -1 ვაკანსია.
ბიოფიზიკის მიმართულება:
- პროფესორი -1 ვაკანსია;
- ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;
- ასისტენტ პროფესორი -1 ვაკანსია;
- ასისტენტი -1 ვაკანსია.
ბიოქიმიის მიმართულება:
- პროფესორი -1 ვაკანსია;
- ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;
- ასისტენტ პროფესორი -1 ვაკანსია;
- ასისტენტი -1 ვაკანსია.
გენეტიკის მიმართულება:
- პროფესორი - 1 ვაკანსია;
- ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;
- ასისტენტ პროფესორი - 1 ვაკანსია;
- ასისტენტი -1 ვაკანსია.
უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულება:
- პროფესორი - 1 ვაკანსია;
- ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;
- ასისტენტ პროფესორი - 1 ვაკანსია;
- ასისტენტი -1 ვაკანსია.
იმუნოლოგიის მიმართულება:
- პროფესორი -1 ვაკანსია;
- ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;
- ასისტენტ პროფესორი -1 ვაკანსია;
- ასისტენტი -1 ვაკანსია.
მიკრობიოლოგიის მიმართულება:
- პროფესორი -1 ვაკანსია;
- ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;
- ასისტენტ პროფესორი -1 ვაკანსია;
- ასისტენტი -1 ვაკანსია.
ფარმაკოლოგიის მიმართულება:
- პროფესორი -1 ვაკანსია;
- ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;
- ასისტენტ პროფესორი -1 ვაკანსია;
- ასისტენტი -1 ვაკანსია.
პათოლოგიის მიმართულება:
- პროფესორი -1 ვაკანსია;
- ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;
- ასისტენტ პროფესორი -1 ვაკანსია;
- ასისტენტი -1 ვაკანსია.
ქცევათმეცნიერების მიმართულება:
- პროფესორი -1 ვაკანსია;
- ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;
- ასისტენტ პროფესორი -1 ვაკანსია;
- ასისტენტი -1 ვაკანსია.
სამეცნიერო კვლევის მიმართულება:
- პროფესორი - 1 ვაკანსია;
- ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;
- ასისტენტ პროფესორი - 2 ვაკანსია;
- ასისტენტი - 1 ვაკანსია.
სამედიცინო ჯანდაცვის მიმართულება:
- პროფესორი - 1 ვაკანსია;
- ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;
- ასისტენტ პროფესორი - 1 ვაკანსია;
- ასისტენტი - 1 ვაკანსია.
საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის:
აღსანიშნავია, რომ დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის შემთხვევაში ნებისმიერი აკადემიური თანამდებობისთვის აუცილებელი მოთხოვნაა ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ასეთად ჩაითვლება ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტის წარმოდგენა:
- ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელების (არანაკლებ 1 წლის განმავლობაში) დამადასტურებელი დოკუმენტი;
- საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელების (არანაკლებ 1 წლის განმავლობაში) დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომის შემდგომი პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
- ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.)
ბაზისური მიმართულება:
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
- პირი, რომელსაც შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) აქვს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან არის მათი თანაავტორი;
- პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
- პირი ორ წელიწადში ერთხელ უნდა გადიოდეს ტრენინგს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სერტიფიკატით
- ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.)
ასოცირებული-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
- შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან თანაავტორობა;
- შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
- პირი ორ წელიწადში ერთხელ უნდა გადიოდეს ტრენინგს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სერტიფიკატით;
- ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.)
ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
- დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
- შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
- სულ მცირე ბოლო 3 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება;
- შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
- შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი;
- პირი ორ წელიწადში ერთხელ უნდა გადიოდეს ტრენინგს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სერტიფიკატით
- ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.)
ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
- ასისტენტად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან დოქტორანტი, რომელსაც აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.
- პირი ორ წელიწადში ერთხელ უნდა გადიოდეს ტრენინგს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სერტიფიკატით.
- ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.)
საკონკურსო დოკუმენტაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით;
- ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე (ივსება ელექტრონული ფორმით დოკუმენტაციის გაგზავნის დროს);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
- შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების, პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები/ცნობები, სამეცნიერო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები/დოკუმენტის ასლები;
- საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);
- სერტიფიკატის ასლი, რომელიც ადასტურებს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში ტრენინგის გავლის ფაქტს;
- ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატი;
- ცნობა სამუშაო ადგილიდან;
- შესაბამისი სილაბუს (ებ)ი (ნაბეჭდი ან ელექტრონული ვერსია).
- "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ" შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა.
კონკურსი ჩატარდება შპს "ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის პერსონალის შერჩევის წესის" (cue.edu.ge — ბმულის გახსნა შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:
- პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
- მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება (ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე)
კონკურსის ვადები:
- კონკურსი გამოცხადებულია 2026 წლის 29 ოქტომბრიდან.
- აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 30 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით;
- კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2026 წლის 14 დეკემბრისა;
- კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2026 წლის 21 დეკემბრისა;
- კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2026 წლის 28 დეკემბრისა;
- კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადა 2026 წლის 28 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ 2026 წლის 30 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულად ან/და ადგილზე.
საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის
კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას, ასევე კონკურსანტთა კონსულტირებას უზრუნველყოფს შპს ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახური.
საკონტაქტო მონაცემები: hr@cue.edu.ge
ტელ: +995 558 57 40 19
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
