მძღოლი
- მისამართი
- ქ. თბილისი, ორხევი
- გამოცდილება
- მსგავს პოზიციაზე (სასურველია)
სრული აღწერა
კომპანია "არქ-კონი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
კომპანია 2022 წლიდან მოღვაწეობს სამშენებლო ბაზარზე. არქ-კონის სერვისებში შედის: საფასადე სისტემებისა და ლითონის კონსტრუქციების პროექტირება, წარმოება და მონტაჟი. კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური საინჟინრო კადრებით. არქ-კონი მუდმივად ზრუნავს დააკმაყოფილოს მაღალკონკურენტული ბაზრის მოთხოვნები და მიაწოდოს მომხმარებელს ექსკლუზიური მომსახურება სამშენებლო სექტორში უახლესი მიღწევებისა და სიახლეების გათვალისწინებით.
სამუშაო პირობები და სპეციფიკა
- ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ორხევი;
- სამუშაო განაკვეთი: სრული;
- სამუშაოს სპეციფიკა: მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება;
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის შიდა და გარე გადაზიდვების შესრულება;
- დადგენილი მარშრუტის დაცვა და დროული მიწოდება;
- ტვირთის უსაფრთხოდ გადაადგილება და გადაზიდვის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების დაცვით;
- საჭიროების შემთხვევაში, ტვირთის ჩატვირთვა/გადმოტვირთვაში დახმარება;
- მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა;
- შესყიდვების მენეჯერთან მუდმივი კომუნიკაცია და სამუშაო პროცესების კოორდინაცია;
- მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციისა და სიების სიზუსტის კონტროლი ტრანსპორტირებისას;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე (სასურველია)
- მართვის მოწმობა: B კატეგორია (სავალდებულო)
- თბილისი ქუჩების კარგად ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაციის კარგი უნარები და გუნდური მუშაობის უნარი;
- კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების დაცვა;
როგორ შევუერთდეთ ჩვენს გუნდს?
თუ გაინტერესებთ ეს პოზიცია და აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე m.berishvili@arch-con.ge-ზე
გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განავითარე შენი კარიერა წარმატებულ სამშენებლო პროექტებში!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
