C კატეგორიის მძღოლი
- ანაზღაურება
- 1 800 ₾
- სამუშაო რეჟიმი
- საველე
- მისამართი
- თბილისი, აფრიკის დასახლება, ა. ენუქიძის ქ. №7 / ქიზიყის ქ. №50ბ
- სამუშაო გრაფიკი
- არასრული სამუშაო განაკვეთი, კვირაში არაუმეტეს 40 საათისა. სამუშაო დღეებისა და საათების განაწილება განისაზღვრება სამუშაო საჭიროებიდან გამომდინარე
- ბენეფიტები
- ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები
სრული აღწერა
შპს „ლოჯისტიკური ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას C კატეგორიის მძღოლის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და გამოცდილ მძღოლს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის პროდუქციის დროულ და უსაფრთხო ტრანსპორტირებას.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის პროდუქციის ტრანსპორტირება თბილისის მასშტაბით, ფილიალების მიმართულებით;
- მაღაზიების პროდუქციით მომარაგების უზრუნველყოფა;
- პროდუქციის დატვირთვა, ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილზე უსაფრთხოდ, დაუზიანებლად მიწოდება;
- დატვირთვა-გადმოტვირთვის პროცესში მონაწილეობა;
- ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- C კატეგორიის მართვის მოწმობა (სავალდებულო);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და ოპერატიულობა;
- მივლინებებში წასვლის მზაობა.
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლიანი და დისციპლინირებული;
- ყურადღებიანი და მოწესრიგებული;
- გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
- ანაზღაურება: 1 800 ლარი + ბონუსი;
- სამუშაო გრაფიკი: არასრული სამუშაო განაკვეთი, კვირაში არაუმეტეს 40 საათისა. სამუშაო დღეებისა და საათების განაწილება განისაზღვრება სამუშაო საჭიროებიდან გამომდინარე;
- სამუშაო ადგილი: თბილისი, აფრიკის დასახლება, ა. ენუქიძის ქ. №7 / ქიზიყის ქ. №50ბ;
- თანამშრომელთა ტრანსპორტირება;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- FITPASS;
- ბიბლუსისა და გამომცემლობა „პალიტრა L“-ის ფასდაკლების ბარათები.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@logistica.ge
ელ.ფოსტის Subject ველში აუცილებელია ვაკანსიის დასახელების – „C კატეგორიის მძღოლი“ – მითითება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 577 232 714
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ თქვენი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს ან გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კომპანიის მხრიდან თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. იმ შემთხვევაში, თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია უფლებამოსილია, თქვენი რეზიუმე განიხილოს სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებით. შესაბამისად, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, თქვენი მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება. აღნიშნული უფლებების განხორციელების მიზნით, შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე: ani.khabeishvili@logistica.ge
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ენები
- ქართული


