მძღოლი
- ანაზღაურება
- 1 000 ₾
- ქალაქი
- ქ. ჯვარი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 5 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- კანდიდატმა "ჩემი რეზიუმეს" შესაბამის ველში შემდეგი დოკუმენტები ატვირთოს
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
მძღოლი
კონკურსის ტიპი:
სხვა
ორგანიზაცია:
სსიპ - კოლეჯი ,,ლაკადა"
კატეგორია:
მომსახურება
განცხადების ბოლო ვადა:
30.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
1000 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
ქ. ჯვარი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
კოლეჯის მძღოლის უფლებამოსილებები/უფლებამოვალეობები განისაზღვრება შემდეგნაირად:
- ვალდებულია გამართულ მდგომარეობაში იყოლიოს კოლეჯის კუთვნილი ავტომანქანა;
- დაიცვას საგზაო უსაფრთხოების წესები;
- ვალდებულია კოლეჯის საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებული ავტომანქანით კოლეჯის საჭიროებებიდან გამომდინარე, დაუყონებლივ შეასრულოს თანამშრომელთა და მატერიალურ/ტექნიკური ინვენტარის გადატანასთან დაკავშირებული სამუშაოები;
- არ გამოიყენოს ავტომანქანა თავისი პირადი მიზნებისთვის;
- იყოლიოს მანქანა გამართულ და სუფთა მდგომარეობაში;
- ახორციელებს კანონმდებლობით და დირექტორის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
- მძღოლი პასუხისმგებელია კოლეჯის კუთვნილი ავტომანქანის გამართულ და მოწესრიგებულ მდგომარობაში ყოფნაზე.
მინიმალური განათლება:
სრული ზოგადი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
5 წელი
საკონკურსო კომისიის მისამართი:
სამეგრელო-ზემო სვანეთი, წალენჯიხა, ქ. ჯვარი N2
საკონტაქტო ტელეფონები:
595 94 92 91; 599 63 45 34
საკონტაქტო პირი:
გვანცა მატუა
დამატებითი მოთხოვნები:
- მძღოლის პოზიციის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს:
ა) მძღოლად მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
ბ) მართვის მოწმობა - "D" კატეგორია.
დამატებითი ინფორმაცია:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის ( vacancy.hr.gov.ge)მეშვეობით.
- აუცილებელია კანდიდატმა "ჩემი რეზიუმეს" შესაბამის ველში შემდეგი დოკუმენტები ატვირთოს:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- მართვის მოწმობა (Dკატეგორიის) - ასლი
კანდიდატების საყურადღებოდ:
ა/ სამუშაო ადგილად განისაზღვრება წალენჯიხა, ქ. ჯვარი. სსიპ კოლეჯი ,,ლაკადა''.
ბ/ საშტატო პოზიცია ითვალისწინებს 09.00 საათიდან - 18.30 საათამდე სამუშაო დროს (ერთი საათი შესვენების დროით) .
გ/ საკონკურსო ეტაპების (საბუთების გადარჩევისა და გასაუბრების) წარმატებით გავლის შემდგომ , სავალდებულო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის შემდგომ მოხდება შრომითი ხელშეკრულების გაფორმება გამოსაცდელი ვადით.
დ) ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს თანხმობას, რომ მისი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს მიმდინარე შერჩევის პროცესის მიზნებისთვის.
ე)იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი არ იქნება შერჩეული აღნიშნულ ვაკანსიაზე, მისი რეზიუმე შესაძლოა კომპანიამ შეინახოს 1 (ერთი) წლის ვადით მომავალში შესაბამისი ვაკანსიების არსებობის შემთხვევაში კანდიდატთან დაკავშირებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობის განხილვის მიზნით.
ვ) კანდიდატს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, წაშლა ან მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.ამისათვის მიმართეთ საკონტაქტო პირს.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში;
