მძღოლ-დისტრიბუტორი - C კატეგორია
- ანაზღაურება
- 2 000+ ₾
- სამუშაო გრაფიკი
- სრული
- მთავარი მოთხოვნა
- მართვის მოწმობის B კატეგორიის ფლობა
სრული აღწერა
"Funky Brands" არის სწრაფად მზარდი სტარტაპი, რომელიც საქართველოში საერთაშორისო პრემიუმ ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელია. ჩვენი პორტფელი ამ ეტაპზე მოიცავს: "Franui", "Brite" და "Le Tribute"-ს.
ჩვენ სწრაფად ვიზრდებით და ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე გუნდის წევრს, რომელიც დაგვეხმარება საუკეთესო გამოცდილების შექმნაში.
სამუშაო აღწერილობა:
- კომპანიის კუთვნილი სატვირთო ავტომობილის უსაფრთხოდ და გამართულად მართვა;
- საოპერაციო განყოფილების მიერ გაფორმებული შეკვეთების მიღება, საწყობიდან რაოდენობების და გადასატვირთი პროდუქციის ხარისხობრივი მითვლით;
- პროდუქციის გადაზიდვა ცენტრალური საწყობებიდან ობიექტებში;
- განსახორციელებელი ვიზიტების შესახებ ყოველდღიური გეგმების მიღება, გეგმების მიხედვით ვიზიტების განხორციელება და პროდუქციის დროული დარიგება ობიექტებზე, შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
- ავტომანქანის სისუფთავისა და ტექნიკური გამართულობის მონიტორინგი;
- დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- აუცილებელია მართვის მოწმობის B კატეგორიის ფლობა.
ანაზღაურება: საათობრივი, 2000 ლარიდან.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
სოც. ქსელები:
Franui Instagram: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
Franui FB: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
Franui TikTok: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
Brite Instagram: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
Brite FB: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
Brite TikTok: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
Le Tribute Instagram: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
Funky website: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
რატომ "ფანკი ბრენდს"?
- იქნები მხიარული, კრეატიული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის ნაწილი;
- შესაძლებლობა გექნება იმუშაო საინტერესო და ინოვაციურ ბრენდებთან;
- შესაძლებლობა გექნება ხელი შეუწყო ჩვენი ბრენდების აღქმასა და პოპულარობას საქართველოში.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: info@funkybrands.ge


