მძღოლი-დისტრიბუტორი (B კატეგორია)
გამოქვეყნდა 28 ოქტბოლო ვადა: 27 ნოე
- ანაზღაურება
- 1 600–2 000 ₾ / თვე
- მისამართი
- ქ. თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- სრული
- გამოცდილება
- 3 წლამდე
სრული აღწერა
იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე.
მოვალეობები:
- პროდუქციის მიღებისას ზედნადებში მითითებული მონაცემების სისწორის გადამოწმება, მათ შორის პროდუქციის ცალობრივი რაოდენობის, ნიშნებისა და ნომრების შესაბამისობა.
- პროდუქციისა და მისი შეფუთვის ვიზუალური შემოწმება და შესაძლო დაზიანებების იდენტიფიცირება.
- პროდუქციის საერთო წონის ან სხვა საზომ ერთეულში გამოხატული რაოდენობისა და შეფუთვების შიგთავსის გადამოწმება.
- მითითებულ მარშრუტზე, დათქმულ დროსა და ადგილას პროდუქციის შეუფერხებლად და ნივთობრივად უნაკლო მდგომარეობაში მიწოდება უფლებამოსილი პირისთვის.
- ყველა შესაბამისი დოკუმენტის მომხმარებლისთვის ან უფლებამოსილი მესამე პირისთვის დაუზიანებლად გადაცემა.
- ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი პასუხისმგებელი პირებისთვის.
- საწვავის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოება.
- პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების სისუფთავის დაცვა, ჰიგიენური ნორმების შესაბამისობაში მოყვანა და განსაზღვრული კატეგორიის პროდუქციისთვის ვარგისიანობის უზრუნველყოფა.
- მალფუჭებადი პროდუქციის შემთხვევაში, პროდუქციის სათანადო პირობებში შენახვის უზრუნველყოფა ტრანსპორტირების პროცესში.
- საგზაო წესების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება პასუხისმგებლობის ფარგლებში.
- მომხმარებლებთან თავაზიანი დამოკიდებულების შენარჩუნება.
- კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა.
- შინაგანაწესით დადგენილი წესების ზედმიწევნით დაცვა.
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
- უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან გაცემული სხვა პროფესიული დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
- დისტრიბუტორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საშუალო განათლება;
- მართვის მოწმობა B; (მექანიკა)
- ავტომობილის მართვის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
პირობები:
- მდებარეობა: ქ. თბილისი
- სამუშაო გრაფიკი: სრული
- მართვის მოწმობა: B კატეგორია (მექანიკა)
- ანაზღაურება: 1600₾-2000₾
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- სფერო
- მძღოლი, კურიერი
- სტაჟირება
- დიახ
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

