მარკეტინგის / ბრენდ მენეჯერი
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 10:00-18:00
სრული აღწერა
HR აუთსორსინგული კომპანია "One Point" პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის / ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- ინდუსტრია: საცალო ვაჭრობა / ენერგეტიკა;
- სამუშაო ადგილი: თბილისი;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00.
დამსაქმებელი კომპანიის შესახებ:
კომპანია წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ ქართულ ორგანიზაციას ენერგეტიკისა და საცალო მომსახურების სფეროში, რომელიც მომხმარებლებს საწვავისა და მასთან დაკავშირებულ მრავალფეროვან პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს. ორგანიზაცია გამოირჩევა ქვეყნის მასშტაბით განვითარებული მომსახურების ქსელით, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომითა და ბიზნესის მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვით.
პოზიციის შესახებ:
მარკეტინგის / ბრენდ მენეჯერის მთავარი მიზანია ბრენდის განვითარება და მარკეტინგული აქტივობების მართვა, ბრენდის პოზიციონირების გაძლიერების, მომხმარებელთა ჩართულობის ზრდის, გაყიდვების ხელშეწყობისა და მომხმარებელთა ლოიალობის განვითარების მიზნით.
ძირითადი ამოცანები:
- კომპანიის ბიზნესმიზნების შესაბამისად ბრენდის წლიური გეგმის, მარკეტინგული კალენდრისა და ბიუჯეტის შემუშავება;
- ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება ციფრულ არხებში, სოციალურ მედიაში, გარე რეკლამაში, რადიოსა და ობიექტებზე;
- ბრენდის ვიზუალური იდენტობისა და საკომუნიკაციო გზავნილების თანმიმდევრულობის უზრუნველყოფა ყველა არხში;
- პროდუქტების, სერვისების, აქციებისა და პარტნიორული შეთავაზებების გაშვების კოორდინაცია კომერციულ და საოპერაციო გუნდებთან;
- მომხმარებელთა საჭიროებების, ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტების აქტივობების ანალიზი, ზრდის შესაძლებლობების გამოვლენა;
- ლოიალობის პროგრამებისა და მომხმარებელთა შენარჩუნების ინიციატივების განვითარებაში მონაწილეობა;
- კრეატიულ, მედია, საწარმოო და კვლევით სააგენტოებთან თანამშრომლობა - ბრიფის მომზადებიდან შედეგების შეფასებამდე;
- სარეკლამო მასალების, ბრენდირებული სივრცეებისა და საინფორმაციო ნიშნების მომზადებისა და განთავსების კოორდინაცია;
- კამპანიების ეფექტიანობის, ბრენდის მაჩვენებლებისა და ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი, ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება;
- გაყიდვების, ოპერაციების, შესყიდვების, ფინანსებისა და მომხმარებელთა მომსახურების გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
- ბრენდის სტანდარტების დაცვა ობიექტებსა და ციფრულ არხებში;
- პროექტების დროული განხორციელებისა და ბიუჯეტის ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების, კომუნიკაციების ან მომიჯნავე მიმართულებით;
- ბრენდ მენეჯმენტის ან მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- საცალო ვაჭრობის, საწვავის, სწრაფი მოხმარების საქონლის (FMCG) ან სხვა სამომხმარებლო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიების, სააგენტოებისა და მარკეტინგული ბიუჯეტების მართვის გამოცდილება;
- ბრენდის პოზიციონირების, მომხმარებელთა ქცევის, ციფრული მარკეტინგისა და კამპანიების შეფასების პრინციპების ცოდნა;
- პროექტების მართვის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების, პრეზენტაციისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
- ქართული ენის სრულყოფილი და ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარე რეზიუმე ელფოსტაზე - hr@onepoint.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია "ვან ფოინთს" გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშავოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს - ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.
"One Point HR Outsourcing" არის HR აუთსორსინგული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც პარტნიორ კომპანიებს HR მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანია გამოირჩევა თანამედროვე HR პრაქტიკებითა და სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებით. "One Point" ფლობს ISO 9001 სერტიფიკატს, რაც მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.

