მაღაზიის მენეჯერი (საბურთალოს სითი-მოლი)
- ანაზღაურება
- 1 300–1 500 ₾ / თვე
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- საშუალო (middle), 2 წლამდე
- ბენეფიტები
- ბონუსი, დაზღვევა, ფასდაკლებები
- სამუშაო გრაფიკი
- 10:00-19:00/13:00-22:00 (2 დღე დასვენება)
სრული აღწერა
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
„Dressarium/დრესარიუმი“ წარმოადგენს მულტიბრენდულ კომპანიას, რომელიც 2018 წლიდან ვითარდება და მომხმარებლებს სთავაზობს პრემიალური ხარისხის ბრენდების კოლექციას, როგორიც არის: Karl Lagerfeld, Marc O’Polo, Hackett, Lion of Porches, Versace, Steve Madden, Dan John, Pepe Jeans, Mayoral, Original Marines, Lascana, Lancaster და სხვა.
ამ ეტაპზე დრესარიუმი მოიცავს 15 ობიექტს, რომლებიც წარმოდგენილია: გალერია თბილისის, ისთ ფოინთის, საბურთალო სითი მოლის და ზუგდიდი მოლის სავაჭრო ცენტრებში.
კომპანიის და ბრენდების უკეთ გასაცნობად ეწვიეთ ბმულს - www.dressarium.ge — ბმულის გახსნა
„Dressarium/დრესარიუმი“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.
დაიწყეთ კარიერა დრესარიუმში
დრესარიუმელის უპირატესობები:
o კარიერული წინსვლა (შეფასების სისტემა);
o ჯანმრთელობის დაზღვევა;
o კორპორატიული ფასდაკლება დრესარიუმის ყველა მაღაზიაში;
ლოკაცია: საბურთალო სითი მოლი;
გრაფიკი: 10:00-19:00/13:00-22:00 (2 დღე დასვენება)
ანაზღაურება საშუალოდ: 1300-1500 ლარი + ბონუსი;
ფუნქცია-მოვალეობები:
- მაღაზიის გამართულ ფუნქციონირებაზე ზრუნვა;
- გაყიდვების გუნდის მართვა, თანამშრომელთა მოტივაცია და შედეგების შეფასება;
- ახალი თანამშრომლის დატრენინგება და სამუშაო პროცეში მაქსიმალურად ჩართვის მონიტორინგი;
- სალარო ოპერაციების განხორციელება;
- მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა;
- გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ზრუნვა;
- საწყობში პროდუქციის განლაგება და კონტროლი დადგენილი წესების შესაბამისად;
აუცილებელი მოთხოვნა:
- ინგლისური ან/და რუსული ენის ფლობა სასაუბრო დონეზე;
- მზგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
- საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
მახასიათებლები:
- თავაზიანი;
- კომუნიკაბელური;
- პუნქტუალური;
- პოზიტიური და ენერგიული
თუ მზად ხართ სწრაფი განვითარებისთვის და გაქვთ სურვილი გახდეთ დრესარიუმის გუნდის წევრი, განავითაროთ ხარისხიანი ბრენდები ქართულ ბაზარზე და შეიძინოთ პროფესიული გამოცდილება, ატვირთეთ თქვენი CV.
კატეგორია: გაყიდვები/ვაჭრობა / მაღაზიის მენეჯერი
გამოცდილება: საშუალო (middle), 2 წლამდე
ენები: ინგლისური (კარგად), რუსული (კარგად)
განათლება: ბაკალავრი, კურსდამთავრებული, specialist
ბენეფიტები: ბონუსი, დაზღვევა, ფასდაკლებები



