გაყიდვების კონსულტანტი/მაღაზიის/ატელიეს ოპერაციების მენეჯერი
გამოქვეყნდა 21 ნოებოლო ვადა: 21 დეკ
- მისამართი
- "ზუკსის" მაღაზია, ძველი თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- ცვლაში მუშაობა
სრული აღწერა
ქართული ტანსაცმლის ბრენდი "ზუკსი" (Zook`s) ძველ თბილისში ეძებს გუნდის ორ წევრს.
- გაყიდვების კონსულტანტი
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი - "ზუკსის" მაღაზია, ძველი თბილისი;
- გრაფიკი - ცვლაში მუშაობა.
მოვალეობები:
- მომხმარებლის კონსულტაცია, ზომის შერჩევა და ტანსაცმლის მორგებაში დახმარება;
- კოლექციის გაცნობა და მომხმარებლისთვის სასურველი მოდელების შეთავაზება;
- გაყიდვების აღრიცხვა, პროდუქციის განლაგება და სავაჭრო დარბაზის მოწესრიგება;
- მენეჯერისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომელ მოდელებსა და ზომებს ითხოვენ მომხმარებლები.
მოთხოვნები:
- რუსულ და ინგლისურ ენებზე მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარი;
- ყურადღებიანობა, პუნქტუალურობა და გუნდში მუშაობის უნარი;
- სასურველია ტანსაცმლის მაღაზიაში მუშაობის გამოცდილება.
- მაღაზიისა და ატელიეს ოპერაციების მენეჯერი
მოვალეობები:
- მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის ორგანიზება, კონსულტანტების ცვლების დაგეგმვა და მომსახურების ხარისხის კონტროლი;
- დიზაინერთან ერთად ატელიეს სამუშაო გეგმის შედგენა - რომელი მოდელი, რა ფერში, ზომასა და რაოდენობაში უნდა შეიკეროს და როდის უნდა შევიდეს მაღაზიაში;
- შეკერვის ვადების კონტროლი და დაგვიანების შემთხვევაში დიზაინერის დროულად ინფორმირება;
- ტანსაცმლისთვის კოდების მინიჭება და პროდუქციის აღრიცხვა მოდელის, ფერისა და ზომის მიხედვით;
- ატელიედან მზა ნაწარმის მიღება, რაოდენობისა და ხარისხის შემოწმება, გაყიდვაში გაშვებული და შესასწორებლად დაბრუნებული ნივთების აღრიცხვა;
- ნაშთების კონტროლი, ინვენტარიზაცია და ფაქტობრივი რაოდენობის სააღრიცხვო მონაცემებთან შედარება;
- გაყიდვების ანალიზი და ყოველკვირეული მოკლე ანგარიშის მომზადება - რა გაიყიდა, რა იკერება და რომელი მოდელის ან ზომის მარაგია შესავსები.
მოთხოვნები:
- მაღაზიის ყოველდღიური მუშაობისა და თანამშრომლების კოორდინაციის გამოცდილება;
- საქონლის მიღების, ნაშთების აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის პრაქტიკული ცოდნა;
- Excel-ში, Google Sheets-ში ან მარაგების აღრიცხვის პროგრამაში მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა, დეტალებისადმი ყურადღება და ვადების კონტროლის უნარი;
- სასურველია ტანსაცმლის ბრენდში ან სამკერვალო ატელიესთან მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოგვიგზავნოთ ელფოსტაზე: sophiozukakishvili4@gmail.com
წერილის თემაში ჩაწერეთ პოზიციის დასახელება. კონსულტანტის პოზიციაზე განაცხადის გამოგზავნისას ასევე მიუთითეთ, რომელ დღეებსა და საათებში შეგიძლიათ მუშაობა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება


