კვლევისა და ანალიზის სპეციალისტი
გამოქვეყნდა 25 ნოებოლო ვადა: 24 დეკ
- ანაზღაურება
- 2 000–2 500 ₾
- მისამართი
- თბილისი, ვაკე
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
სრული აღწერა
კომპანია ბოუნდ სოლუშენს აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე : კვლევისა და ანალიზის სპეციალისტი
პოზიცია: კვლევისა და ანალიზის სპეციალისტი
ხელფასი: 2,000-2,500 ლარი (NET)
მდებარეობა: თბილისი, ვაკე
ძირითადი მოვალეობები
- უძრავი ქონების ბაზრის რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევების ჩატარება სხვადასხვა სექტორისა და მიმართულების მიხედვით;
- ბაზრის შესახებ ინფორმაციისა და მონაცემების მოძიება, შეგროვება, გადამოწმება და სისტემატიზაცია;
- მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის, ფასების, ბაზრის შთანთქმის (Absorption), დემოგრაფიული ტენდენციებისა და საინვესტიციო აქტივობის შესახებ მონაცემების დამუშავება და ანალიზი;
- ადგილობრივი, რეგიონული და საერთაშორისო უძრავი ქონების პროექტების შედარებითი (Benchmarking) კვლევის განხორციელება;
- ბაზრის მონაცემთა ბაზების განახლება და ინდუსტრიის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი;
- კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ანალიტიკური დოკუმენტებისა და ანგარიშების მომზადება;
- სტრატეგიული საკონსულტაციო პროექტებისთვის საჭირო კვლევითი ინფორმაციისა და ანალიტიკური მასალის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სამუშაო გამოცდილება კვლევის, ბაზრის ანალიზის, კონსალტინგის ან მსგავს სფეროში;
- ბაზრის კვლევისა და მონაცემთა ანალიზის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- კვლევითი და ანალიტიკური ანგარიშების მომზადების უნარი;
- უძრავი ქონების ბაზრის კვლევისა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- Microsoft Excel-ისა და PowerPoint-ის ცოდნა;
- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
- ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და სისტემატიზაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: recruitment@boundsolutions.ge
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

