კონტენტ კრეატორი
სრული აღწერა
კლინიკა "კანი" საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი მულტიპროფილური სამედიცინო კლინიკაა, რომელიც აერთიანებს თანამედროვე სამედიცინო მომსახურებებს, ესთეტიკურ მედიცინას, ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და პაციენტზე ორიენტირებულ მიდგომებს.კლინიკის საქმიანობა მოიცავს დერმატოლოგიას, ტრიქოლოგიას, თმის მკურნალობასა და გადანერგვას, პოდოლოგიას, ესთეტიკურ და კოსმეტოლოგიურ მომსახურებებს. კლინიკა გამოირჩევა მაღალკვალიფიციური სამედიცინო გუნდით, თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობითა და მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებისკენ მიმართული საქმიანობით.
კლინიკა "კანისა" და ჯგუფში შემავალი სხვადასხვა ბიზნეს მიმართულების მარკეტინგული საქმიანობის გაძლიერების მიზნით, ვაცხადებთ ვაკანსიას კონტენტ კრეატორის პოზიციაზე.
- კომპანიისა და ჯგუფში შემავალი სხვადასხვა მიმართულებისთვის ფოტო- და ვიდეოკონტენტის იდეების შემუშავება და განხორციელება;
- სამედიცინო, კლინიკური, ესთეტიკური და სხვა მომსახურებების სპეციფიკის შესაბამისი ვიზუალური კონტენტის შექმნა;
- ვიდეოკონტენტის კონცეფციისა და სცენარის შემუშავება, გადაღების პროცესის დაგეგმვა;
- ფოტო- და ვიდეოგადაღებების დამოუკიდებლად ორგანიზება და განხორციელება;
- ექიმების, სპეციალისტების, მომსახურებების, პროცედურებისა და კომპანიის საქმიანობის შესახებ ფოტო- და ვიდეომასალის მომზადება;
- ვიდეორგოლების, Reels-ის, Stories-ისა და სოციალური მედიის სხვა თანამედროვე ფორმატებისთვის ვიდეოკონტენტის შექმნა;
- გადაღებული მასალის დამუშავება, მონტაჟი, ვიზუალური გაფორმება და საბოლოო პროდუქტის მომზადება;
- სოციალური მედიის პლატფორმების სპეციფიკის გათვალისწინებით ფოტო- და ვიდეომასალის ადაპტირება;
- სხვადასხვა მიმართულების სპეციფიკის გათვალისწინებით შესაბამისი ვიზუალური სტილისა და კონტენტის ფორმატების შერჩევა;
- სხვადასხვა ფილიალში გადაღებების დაგეგმვა და განხორციელება;
- სარეკლამო კამპანიებისა და მარკეტინგული აქტივობებისთვის საჭირო ფოტო- და ვიდეოკონტენტის კონცეფციის შემუშავება, შექმნა და მომზადება;
- სოციალური მედიის მენეჯერთან თანამშრომლობა კონტენტის დაგეგმვისა და მარკეტინგული კამპანიების განხორციელების პროცესში;
- სოციალური მედიის თანამედროვე ტენდენციებისა და ახალი ფორმატების მუდმივი მონიტორინგი და პრაქტიკაში გამოყენება;
- შექმნილი კონტენტის ხარისხისა და შეთანხმებული ვადების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კონტენტ კრეატორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- კლინიკაში, სამედიცინო ცენტრში, ესთეტიკური მედიცინის ან მსგავს მომსახურების სფეროში კონტენტის შექმნის პრაქტიკული გამოცდილება — აუცილებელი მოთხოვნა;
- პროფესიულ ან მობილურ ფოტო-ვიდეოგადაღების ტექნიკასთან მუშაობის ცოდნა;
- ვიდეომონტაჟის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (Adobe Premiere Pro, CapCut ან სხვა შესაბამისი პროგრამები);
- ვიდეოკონტენტის იდეებისა და სცენარების დამოუკიდებლად შემუშავების უნარი;
- სოციალური მედიის თანამედროვე ფორმატებისა და ტენდენციების ცოდნა;
- ვიზუალური კომუნიკაციისა და კომპოზიციის კარგი აღქმა;
- რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობისა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
- კრეატიული აზროვნება, ინიციატივიანობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ფოტო- და ვიდეონამუშევრების პორტფოლიოს წარმოდგენის შესაძლებლობა.
დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:
- ექიმებთან, სამედიცინო პერსონალთან და სხვადასხვა პროფილის სპეციალისტებთან მუშაობის გამოცდილება;
- პროფესიონალური ფოტო-ვიდეოტექნიკით მუშაობის გამოცდილება;
- სხვადასხვა მიმართულებისთვის ვიზუალური კონცეფციების შემუშავებისა და განხორციელების გამოცდილება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - hr@kani.ge, გთხოვთ, ელფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა შესაძლოა არ იქნეს განხილული.
გისურვებთ წარმატებებს!

