ვიდეოკონტენტ კრეატორი / ვიდეოოპერატორი
გამოქვეყნდა 24 ნოებოლო ვადა: 23 დეკ
- ანაზღაურება
- 400–500 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
სრული აღწერა
City Management Group აცხადებს ვაკანსიას: ვიდეოკონტენტ კრეატორი / ვიდეოოპერატორი
ვეძებთ კრეატიულ და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის Facebook გვერდისთვის მოკლე, საინტერესო და ხარისხიანი ვიდეოკონტენტის შექმნას.
სამუშაო მოვალეობები:
- კომპანიის საქმიანობისა და სერვისების შესახებ მოკლე ვიდეოების დაგეგმვა და გადაღება;
- თვეში 2 ვიდეოს მომზადება;
- თითოეული ვიდეოს ხანგრძლივობა: 15–20 წამი;
- ვიდეომასალის დამუშავება, მონტაჟი და სოციალურ ქსელში განსათავსებლად შესაბამის ფორმატში მომზადება;
- ვიდეოკონტენტის ვიზუალურ და ტექნიკურ ხარისხზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის გამოცდილება;
- შემოქმედებითი ხედვა და თანამედროვე ტრენდების ცოდნა;
- სოციალური ქსელებისთვის განკუთვნილი კონტენტის შექმნის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შეთანხმებულ ვადებში მუშაობის უნარი;
- აუცილებელია, კანდიდატს ჰქონდეს საკუთარი ნამუშევრების პორტფოლიო.
ანაზღაურება და თანამშრომლობის პირობები:
თანამშრომლობის ორი ფორმატი განიხილება:
- 500 ლარი თვეში – თვეში 2 ვიდეოს სრული მომზადება, მათ შორის ვიდეოში სპიკერის მონაწილეობით (გადაღება, მონტაჟი და საბოლოო მასალის მომზადება).
- 400 ლარი თვეში – თვეში 2 ვიდეოს გადაღება და მონტაჟი, სპიკერის მონაწილეობის გარეშე.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: sabaishvili@citymg.ge
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

