კომერციული დირექტორი
- მისამართი
- თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას N39
- სამუშაო გრაფიკი
- 9:00-18:00, ორშ–პარ (კვირაში 40 საათი)
- გამოცდილება
- მინიმუმ 5-წლიანი წარმატებული მენეჯერული გამოცდილება კომერციის, გაყიდვების ან ბიზნესის განვითარების მიმართულებით
სრული აღწერა
"პროგრესის ამერიკული სკოლა-თბილისი" აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე.
კომერციული დირექტორის მთავარი მისიაა სკოლის კომერციული მართვის სისტემის განვითარება, გაყიდვების სტრატეგიის დანერგვა და სკოლის მდგრადი ზრდის უზრუნველყოფა ბაზარზე. პოზიცია პასუხისმგებელია მოსწავლეთა მოზიდვის სტრატეგიაზე, პარტნიორულ ურთიერთობებსა და კომერციული ეფექტურობის მართვაზე.
პროგრესის ამერიკული სკოლები 2002 წლიდან ქმნის განათლების თანამედროვე სტანდარტს საქართველოს 3 ქალაქში: ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში.
ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში ქართული და ამერიკული განათლება ერთიანდება - College Board-ის ავტორიზაციითა და Cognia (AdvancED)-ის აკრედიტაციით.
გახდი პროგრესის საერთაშორისო გუნდის წევრი და შეიტანე შენი წვლილი მომავლის ლიდერების განათლებაში!
სამუშაო პირობები
- ადგილმდებარეობა: თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას N39
- სამუშაო გრაფიკი: 9:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი (კვირაში 40 საათი)
- ანაზღაურება: ყოველთვიურად 4375 (დარიცხული/Gross) დამატებითი ბონუსები KPI-ების მიხედვით.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- კომერციული სტრატეგია: სკოლის გრძელვადიანი კომერციული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება შემოსავლების ზრდის მიზნით.
- გაყიდვებისა მართვა: გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელობა, KPI-ების დასახვა და შესრულების კონტროლი.
- ბაზრის ანალიზი: ბაზრის ტენდენციების კვლევა, კონკურენტული გარემოს ანალიზი და ახალი ბიზნეს-შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
- პარტნიორობა და ქსელი: პოტენციურ კლიენტებთან, კორპორატიულ პარტნიორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება.
- ფასწარმოქმნა და ბიუჯეტირება: სკოლის მომსახურების საფასო პოლიტიკის ოპტიმიზაცია და კომერციული ბიუჯეტის მართვა/ჩართულობა.
- ანალიტიკა და რეპორტინგი: კომერციული ანგარიშგების სისტემის განვითარება, CRM-ის ეფექტიანი გამოყენება და ხელმძღვანელობისთვის პერიოდული რეპორტინგი.
- გუნდის განვითარება: კომერციული დეპარტამენტის გუნდის მართვა, მოტივირება და მუდმივი განვითარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, ფინანსების ან მონათესავე მიმართულებით (MBA ჩაითვლება უპირატესობად).
- გამოცდილება: მინიმუმ 5-წლიანი წარმატებული მენეჯერული გამოცდილება კომერციის, გაყიდვების ან ბიზნესის განვითარების მიმართულებით.
უნარ-ჩვევები:
- სტრატეგიული ხედვა და ანალიტიკური აზროვნება;
- მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვის უნარი;
- CRM/ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
- ენები: ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარები:
- ლიდერული თვისებები და გუნდის მართვის ნიჭი;
- პრობლემების ანალიზისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- მაღალი ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2026 წლის 27 დეკემბრამდე გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მითითებულ ლინკზე: განაცხადის შევსება
წახალისდება ადრეულ ეტაპზე შემოსული განცხადებები.
ორგანიზაცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.
თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.
სკოლა პროგრესი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
