კომერციული დირექტორი
- მისამართი
- ქ. თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- სრული
- ბენეფიტები
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას · სტაბილურ სამუშაო გარემოს · ჯანმრთელობის დაზღვევას
სრული აღწერა
"G&A Group" არის ქართული კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს საკვები პროდუქტების წარმოების, ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის სფეროში. კომპანიის ბრენდებია "რერა", "ხინდა", "ნობათი", რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ მაღალი ხარისხის გაყინულ ნახევარფაბრიკატებს და სხვა პროდუქტებს.
პოზიცია: კომერციული დირექტორი
ძირითადი მოვალეობები
- კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად კომერციული სტრატეგიის შემუშავება, სამოქმედო გეგმების განსაზღვრა და მათი შესრულების უზრუნველყოფა;
- გაყიდვების, მარკეტინგის, შესყიდვებისა და ასორტიმენტის განვითარების სტრატეგიული მართვა;
- ბაზრის, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებელთა მოთხოვნების ანალიზი, ახალი ბიზნეს შესაძლებლობებისა და გაყიდვების არხების განვითარება.
- გაყიდვების წლიური და პერიოდული გეგმების, შემოსავლებისა და მომგებიანობის მიზნობრივი მაჩვენებლების განსაზღვრა და შესრულების კონტროლი;
- გაყიდვების არხების ეფექტიანობის, დისტრიბუციის დაფარვისა და ბაზრის წილის ზრდის უზრუნველყოფა;
- სტრატეგიულ კლიენტებთან და სავაჭრო ქსელებთან მოლაპარაკებების წარმოება, კომერციული პირობების განსაზღვრა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარება;
- გაყიდვების შედეგების რეგულარული ანალიზი და ეფექტიანობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელება.
- პროდუქციის საფასო პოლიტიკის, ფასდაკლებებისა და კომერციული პირობების განსაზღვრა და შესრულების კონტროლი;
- პროდუქტების, კატეგორიების, ბრენდებისა და კლიენტების მომგებიანობის სისტემური ანალიზი;
- მთლიანი მოგების (Gross Profit), კონტრიბუციული მარჟისა (Contribution Margin) და კომერციული ხარჯების მართვა;
- მარჟის გაუმჯობესებისა და კომერციული საქმიანობის ფინანსური ეფექტიანობის ზრდის უზრუნველყოფა.
- პროდუქციის ასორტიმენტის განვითარების, ოპტიმიზაციისა და ახალი პროდუქტების ბაზარზე გაშვების კომერციული სტრატეგიის განსაზღვრა;
- ბრენდების პოზიციონირების, მარკეტინგული სტრატეგიისა და გაყიდვების სტიმულირების აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების კონტროლი;
- სარეკლამო და პრომოაქტივობების ბიუჯეტების, შედეგებისა და მომგებიანობის შეფასება;
- დაბალბრუნვადი და არამომგებიანი პროდუქტების გამოვლენა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.
- კომერციული შესყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
- სტრატეგიულ მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება, შესყიდვის პირობებისა და მომწოდებელთა ეფექტიანობის კონტროლი;
- მარაგების ოპტიმალური დონის, ბრუნვადობისა და არალიკვიდური ნაშთების შემცირების უზრუნველყოფა;
- გაყიდვების პროგნოზირების პროცესის მართვა და წარმოებასთან, შესყიდვებთან და ლოგისტიკასთან მოთხოვნისა და მიწოდების კოორდინაცია.
- კომერციული მიმართულების წლიური ბიუჯეტის შემუშავება, შესრულების მონიტორინგი და გადახრების ანალიზი;
- შემოსავლების, მარჟის, კომერციული ხარჯებისა და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების პროგნოზირება და კონტროლი;
- კომერციული საქმიანობის KPI-ების განსაზღვრა, შედეგების რეგულარული ანალიზი და მენეჯმენტისთვის ანგარიშგების წარდგენა;
- მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება და ბიზნესპროცესების ეფექტიანობის გაუმჯობესება.
- დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ორგანიზება, მიზნებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრა;
- თანამშრომელთა KPI-ების, შესრულების შეფასებისა და მოტივაციის სისტემების შემუშავებაში მონაწილეობა;
- კომერციული მიმართულების სამუშაო პროცესებისა და შიდა პროცედურების განვითარება და შესრულების კონტროლი;
- ფინანსურ, საწარმოო, ლოგისტიკურ და სხვა დეპარტამენტებთან ეფექტიანი თანამშრომლობისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა.
ძირითადი KPI-ები:
- გაყიდვების გეგმის შესრულება;
- მთლიანი მოგება და კონტრიბუციული მარჟა;
- გაყიდვების არხებისა და კლიენტების მომგებიანობა;
- ბაზრის წილი და დისტრიბუციის დაფარვა;
- მარკეტინგული და პრომოაქტივობების ეფექტიანობა;
- მარაგების ბრუნვადობა და დაბრუნებების მაჩვენებელი;
- კომერციული ბიუჯეტის შესრულება.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, მარკეტინგის, ეკონომიკის ან შესაბამის სფეროში;
- კომერციული ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება (სასურველის FMG სექტორი);
- გაყიდვების არხების განვითარების, ბაზრის გაფართოებისა და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირების გამოცდილება;
- მსხვილ კლიენტებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: კონკურენტული ანაზღაურება, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ერთჯერად კვებას;
- ანაზღაურება, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: hr@gagroup.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: კომერციული დირექტორი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
G&AGroup ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.


