იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 4 160 ₾
- ქალაქი
- მცხეთა
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“
ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - ,,საქპატენტი“ წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქპატენტი განსაზღვრავს ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკას.
საქპატენტის განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართულია იმისათვის, რომ ინტელექტუალური საკუთრების სისტემის მომხმარებლებსა და განმცხადებლებს, რომელთაც სურთ თავიანთი ინტელექტუალური საკუთრების დაცვა საქართველოსა თუ საზღვარგარეთ, მიეწოდოთ ხარისხიანი და ეფექტური მომსახურება. ცხადია, ეს ამოცანა მიიღწევა უწყების პერსონალის საქმისადმი თავდადებისა და დაუღალავი შრომის მეშვეობით.
საქპატენტი ზრუნავს კომფორტული და ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნაზე, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომელთა კეთილდღეობას, თანამშრომლობასა და ინოვაციური მუშაობის სტილს.
უწყებისთვის კომპეტენტური და მოტივირებული კადრების შენარჩუნებასთან ერთად, პრიორიტეტულია ახალი თაობის პროფესიონალების მოზიდვა და მათი მხარდაჭერა.
კატეგორია:
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა:
06.12.2026
თანამდებობრივი სარგო:
4160 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
მცხეთა
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
- შესაბამისი დავალების საფუძველზე სამართლებრივი დოკუმენტაციისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან/და ექსპერტიზა;
- საჭიროების შემთხვევაში საქპატენტის საქმიანობასთან დაკავშირებით შესამუშავებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა და მათი მიღების პროცესში ჩართულობა;
- დავებთან დაკავშირებით სასამართლო წარმოების უზრუნველყოფა და საქპატენტის წარმომადგენლობა;
- ადმინისტრაციულ ორგანოებთან და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან დასადები ხელშეკრულებებისა (გარდა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებისა) და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმების პროექტების მომზადება ან/და სამართლებრივი ექსპერტიზა;
- შიდა მარეგულირებელი აქტების (შინაგანაწესის, მომსახურების სტანდარტის, ინსტრუქციის და სხვა) პროექტების მომზადება;
- საქპატენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ქვედანაყოფების საქმიანობის პროცესში წამოჭრილ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა;
- მესამე პირებთან გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი რეაგირებისათვის სამართლებრივი დოკუმენტაციის პროექტების შედგენა;
- იურიდიული დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, საქპატენტში შემოსული განცხადებების/კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხების მომზადება;
- საქპატენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზი და მის საფუძველზე წინადადებების მომზადება კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
- საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის საქმიანობის ორგანიზება და პალატის მდივნის ფუნქციის შესრულება, საპელაციო პალატის გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
- სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების (სააპელაციო პალატის კოლეგიის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ, სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ, სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და სხვა) პროექტების მომზადება და სააპელაციო საქმისწარმოებაში მონაწილე მხარეებთან გაგზავნის უზრუნველყოფა;
- საქპატენტის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და მათ შესახებ საქპატენტის ხელმძღვანელობისა და სტრუქტურული ერთეულების დროული ინფორმირება;
- საქპატენტის ინტერესებიდან გამომდინარე, თავმჯდომარის ან/და ხელმძღვანელის მითითებით სხვა დავალებების შესრულება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
პროფესია:
სამართალმცოდნე
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს საპატენტო კანონი;
- საქართველოს კანონი "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ";
- საქართველოს კანონი „სასაქონლო ნიშნების შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „დიზაინის შესახებ“;
- საქართველოს კანონი,,ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“;
- საქართველოს კანონი ,,ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“;
- საქართველოს კანონი ,,ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის შესახებ“;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს შრომის კოდექსი;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
- საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ“;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №181 დადგენილება;
- ,,ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის N182 დადგენილება;
- „სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქპატენტის თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №05;
- საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის დებულება;
- „დიზაინის რეგისტრაციის თაობაზე“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საქპატენტის თავმჯდომარის 2011 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №03;
- სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია;
- ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმებასთან დაკავშირებული ოქმი;
- შეთანხმება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ (TRIPS);
- ადგილწარმოშობის დასახელების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ლისაბონის შეთანხმება;
- ჰააგის შეთანხმება დიზაინების საერთაშორისო დეპონირების შესახებ (1960 წლის 28 ნოემბრის ჰააგის აქტი);
- ჰააგის შეთანხმება დიზაინების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ (1999 წლის 2 ივლისის ჟენევის აქტი);
- ლოკარნოს შეთანხმება დიზაინების საერთაშორისო კლასიფიკაციის დაწესების შესახებ.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. მცხეთა, ანტიოქიის ქ. #5
საკონტაქტო ტელეფონები:
577111685
საკონტაქტო პირი:
ნანა პაპავა
დამატებითი მოთხოვნები:
- იურიდიული ან/და ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო სექტორში.
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- წერილების, ანგარიშების მომზადების უნარი;
- პრობლემების ანალიზის უნარი;
- ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;
- ინფორმაციის შეგროვების უნარი;
- განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- ცვლილებებისადმი ადაპტაციის უნარი;
- სტრესულ გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობა;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის პერიოდის - სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღების მითითებით) − უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ან არსებობის შემთხვევაში − შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული სრული და კითხვადი ჩანაწერით). ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი.
- აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა, სადაც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს საქპატენტის კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დაწყება და რატომ თვლის, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას;
- აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − 2) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა;
- ყოველ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისთვის აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს წინა ეტაპისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს;
- კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასების) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს;
- გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ, მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად; გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა (მაქსიმალური ქულა – 5).
- აღნიშნულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს, ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
