ინჟინერი
გამოქვეყნდა 13 ოქტ
- ანაზღაურება
- 1 000 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- საოფისე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 10:00–18:00
სრული აღწერა
ჯიენჯი სტომატოლოგიური კლინიკებისთვის საჭირო მასალების, აპარატურისა და ტექნიკური მხარდაჭერის მიმწოდებელი კომპანიაა. ძირითადი პროდუქცია: დენტალური იმპლანტი, ხელოვნური ძვალი, სასტერილიზაციო როლები და მსხვილი აპარატურა (3D კომპიუტერული ტომოგრაფი, რენტგენი, სტომატოლოგიური სავარძელი და სხვა).
სავალდებულო მოთხოვნები
- ელექტროტექნიკისა და ელექტრონიკის საბაზისო ცოდნა
- ელექტრული წრედების მუშაობის პრინციპების ცოდნა და ელექტრული სქემების წაკითხვის უნარი
- რელეების, მცველების, სენსორებისა და კვების ბლოკების მუშაობის პრინციპების ცოდნა
- ელექტრომოწყობილობების გაუმართაობის დიაგნოსტიკის უნარი
- მულტიმეტრთან მუშაობის ცოდნა
- ელექტროძრავების, ტუმბოებისა და კომპრესორების მუშაობის პრინციპების ცოდნა
- პნევმატიკისა და ჰიდრავლიკის საბაზისო ცოდნა
- ხელის ინსტრუმენტებთან და საზომ ხელსაწყოებთან მუშაობის უნარი
- კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა (MS Word, MS Excel)
- სტომატოლოგიურ კლინიკებში გამოძახებებზე გასვლისა და საქართველოს მასშტაბით მივლინებების შესაძლებლობა
სასურველია:
- სამედიცინო ან სამრეწველო მოწყობილობების შეკეთების გამოცდილება
- ელექტრონულ დაფებთან და სენსორებთან მუშაობის გამოცდილება
- ინგლისური ენის ტექნიკურ დონეზე ცოდნა
- B კატეგორიის მართვის მოწმობა
- გამოცდილება სავალდებულო არ არის; განიხილება დამწყები სპეციალისტიც ტექნიკური ცოდნით, ასევე, გამოცდილი კანდიდატიც შესაბამისი ანაზღაურებით
სამუშაო საათები
ორშაბათი–პარასკევი, 10:00–18:00
სამუშაო ადგილი
ლვოვის 63
შედეგი, რასაც ველით
- კლინიკების კმაყოფილება მომსახურებით
- კლინიკებში აპარატურის უწყვეტი მუშაობა
- გამოძახებაზე რეაგირების სიჩქარე
- პირველი ვიზიტით გაუმართაობის აღმოფხვრა
- გეგმიური მომსახურების სრული შესრულება
კატეგორია: ინჟინერია
რატომ ჩვენთან: შედეგზე მიბმული საბონუსე სისტემა, სამუშაოდ კომფორტული ოფისი, შემოსავლის ზედა ზღვარი არ არსებობს
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

