ინჟინერი-ენერგეტიკოსი
- ანაზღაურება
- 3 000 ₾ / თვე
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
ვაკანსია | ინჟინერ-ენერგეტიკოსი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-ენერგეტიკოსის პოზიციაზე.
ვეძებთ კვალიფიციურ და პასუხისმგებლიან სპეციალისტს, რომელსაც აქვს ენერგეტიკის მიმართულებით შესაბამისი პროფესიული ცოდნა, ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებისა და საინჟინრო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება ენერგეტიკის ან ელექტროინჟინერიის მიმართულებით;
- ინჟინერ-ენერგეტიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ელექტროენერგეტიკული სისტემებისა და შესაბამისი ტექნიკური ნორმების ცოდნა;
- AutoCAD-ის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა;
- რუსული ენის თავისუფლად ფლობა;
- თურქმენული ენის თავისუფლად ფლობა სავალდებულოა;
- ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და მომზადების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
- ენერგეტიკული და ელექტროტექნიკური პროექტების დამუშავება;
- საინჟინრო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება;
- ელექტროენერგეტიკული სისტემების ტექნიკური გაანგარიშება და ანალიზი;
- AutoCAD-ში საპროექტო ნახაზების მომზადება და კორექტირება;
- ტექნიკური საკითხების კოორდინაცია ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან;
- პროექტის ტექნიკური მოთხოვნებისა და სტანდარტების დაცვა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ საკონტაქტო არხზე:
📩 tiko.pertsuliani@gmail.com
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: რუსული და თურქმენული ენების ცოდნა და AutoCAD-ში მუშაობის გამოცდილება წარმოადგენს სავალდებულო მოთხოვნას.
პროფესია: ინჟინერ-ენერგეტიკოსი
სამუშაო ადგილი: თბილისი
ვაკანსიების რაოდენობა: 1
ხელფასი: 3000 ₾ / თვე
სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღეები
დასაქმების ფორმა: სრული
გამოცდილება: 1 წელი
ენები: ინგლისური (საბაზისოდ), რუსული (კარგად), თურქმენული (კარგად)
უნარები: დარგობრივი ცოდნის გამოყენება, კეთილსინდისიერება, საქმიანი აზროვნება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

