ინსპექტირების, კონტროლისა და საკონსულტაციო-ანალიტიკური საქმიანობის დეპარტამენტის საკონსულტაციო საქმიანობის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი
- ანაზღაურება
- 3 520 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ინსპექტირების, კონტროლისა და საკონსულტაციო-ანალიტიკური საქმიანობის დეპარტამენტის საკონსულტაციო საქმიანობის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - ცენტრალური შემსყიდველი ორგანო
კატეგორია:
შესყიდვები
განცხადების ბოლო ვადა:
29.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
3520 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
ა) უზრუნველყოფს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მიღებას, პირველადი იდენტიფიცირებასა და გადამისამართებას კომპეტენციის შესაბამისად;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, გასცემს პირველადი ხასიათის კონსულტაციებს, მოქმედი კანონმდებლობისა და შიდა ინსტრუქციების საფუძველზე;
გ) ამისამართებს ზარის განმახორციელებელს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან, თუ კონსულტაციის გაწევა აღემატება მისი კომპეტენციის ფარგლებს;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, პასუხობს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ელექტრონულ ფოსტაზე შემოსულ კითხვებს ან ამისამართებს მათ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში, თუ კითხვაზე პასუხის გაცემა აღემატება მისი კომპეტენციის ფარგლებს;
ე) მონაწილეობას იღებს ხშირად დასმული კითხვების აღრიცხვაში.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
პროფესია:
იურისტი
საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კონსტიტუცია;
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსები, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები;
საქართველოს შრომის კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონები;
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 29 მაისის №236 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დებულება და სტრუქტურა“.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.თბილისი, ვლადიმერ უგრეხელიძის ქ#6
საკონტაქტო ტელეფონები:
5513639369
საკონტაქტო პირი:
ირმა გელაშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
სავალდებულოა:
- მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება რომელიმე შემდეგ სფეროში: შესყიდვები, იურიდიული, ფინანსები, ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, მარკეტინგი, ლოგისტიკა, ანალიტიკა;
- ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
- საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.
საკონსულტაციო საქმიანობის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
გ) უცხოური ენის ცოდნა.
დამატებითი ინფორმაცია:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ბლოკში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
•უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლ(ებ)ი (უცხოურ ენაზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).
•შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ გაცემული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა (უცხოურ ენაზე გაცემული ცნობის არსებობის შემთხვევაში, ასევე, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი), აღნიშნულ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობ(ებ)ისთვის დადგენილ დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრულ სამუშაო მიმართულებასა და მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების ხანგრძლივობას (უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ გაცემული ცნობა - საქმიანობის, თანამდებობისა და დანიშვნა/გათავისუფლების პერიოდის (თარიღების) მითითებით).
•კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე;
- კანდიდატები ფასდებიან გასაუბრებით, კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით;
- კანდიდატთან დაკავშირება მოხდება ვებ-გვერდის (vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით მის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
- მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად,
დამუშავდეს, სააგენტოს სისტემის მასშტაბით, კონკურსის მიზნებისთვის.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში.
