იმპორტის მენეჯერი
გამოქვეყნდა 13 ნოებოლო ვადა: 13 დეკ
- ანაზღაურება
- 1 700 ₾ / თვე
სრული აღწერა
კომპანია "კ-მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის პარტნიორ ან პოტენციურ მომწოდებლებთან მუდმივი ურთიერთობა და პერიოდულად მოლაპარაკების პირობების განხილვა;
- ბაზრის მუდმივი კვლევა და ახალი მომწოდებლების/ბრენდის მოძიება და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება;
- პროდუქციის იმპორტთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება;
- იმპორტთან დაკავშირებული ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაციის მართვა, კონტროლი;
- საბაჟო პროცედურებისა და დოკუმენტაციის მართვა და კონტროლი.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ინგლისური ან/და რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- ავტონაწილების მინიმალურ დონეზე ცოდნა;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- სასურველია შესაბამისი გამოცდილება.
საჭირო უნარები:
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- სწავლისა და განვითარების სურვილი;
- ენერგიულობა;
- კომუნიკაბელურობა და დისციპლინირებულობა;
- თავაზიანობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ინფორმაცია სამსახურის შესახებ:
- სტაჟირების პერიოდი: ანაზღაურება — 1700 ლარი თვეში;
- სტაჟირების პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხდება სტაჟიორის დასაქმება;
- დასაქმების შემთხვევაში ხელფასი განისაზღვრება 2000 ლარით.
სამუშაო დრო და ფილიალის მისამართი:
- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 10:00-დან 18:00 საათამდე;
- შაბათი: 10:00-დან 17:00 საათამდე; თბილისი, სამგორი, ზ. იარაჯულის ქ. №29
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hr@k-motors.ge
გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია, გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ანაზღაურების პირობები
- სტაჟირების პერიოდი: ანაზღაურება — 1700 ლარი თვეში; დასაქმების შემთხვევაში ხელფასი განისაზღვრება 2000 ლარით.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება




