იმპორტის მენეჯერი
- მისამართი
- თბილისი, ლევან რჩეულიშვილის N5
სრული აღწერა
შპს „ვიტა სანა“ აცხადებს ვაკანსიას იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე.
„ვიტა სანა“ სამედიცინო აპარატურისა და სახარჯი მასალების მომწოდებელი კომპანიაა, რომელიც ქართულ სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო ბრენდების პროდუქციას სთავაზობს.
ძირითადი მოვალეობები:
· ადგილობრივ გადამზიდავ კომპანიებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
· იმპორტის პროცესების დაგეგმვისა და კოორდინაციის მიზნით საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია;
· საერთაშორისო გადაზიდვების დაგეგმვა და ორგანიზება;
· საბაჟო პროცედურების ელექტრონულად წარმოება;
· იმპორტირებული პროდუქციის საბაჟო ღირებულების გაანგარიშება;
· იმპორტირებული პროდუქციის შესახებ მონაცემების კომპანიის სააღრიცხვო პროგრამაში ასახვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ლოგისტიკის, საერთაშორისო ვაჭრობის ან შესაბამისი მიმართულებით;
· იმპორტის, ლოგისტიკის ან საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
· საბაჟო პროცედურებისა და იმპორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ცოდნა;
· საერთაშორისო პარტნიორებთან საქმიანი კომუნიკაციის უნარი;
· საოფისე პროგრამების (MS Office), განსაკუთრებით MS Excel-ის ცოდნა;
· ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
· ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
· დროის ეფექტურად მართვის უნარი.
ანაზღაურება:
ფიქსირებული ანაზრაურება: 1500 (Net) ლარი + ბონუსი.
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო განაკვეთი: 09:00 საათიდან 17:00 საათამდე (ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით);
მისამართი: თბილისი, ლევან რჩეულიშვილის N5
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ვიტა სანა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - იმპორტის მენეჯერი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

