გიდი-პედაგოგი
გამოქვეყნდა 13 ნოებოლო ვადა: 13 დეკ
- მისამართი
- ქ. თბილისი, კუს ტბის ასახვევი N1
- სამუშაო გრაფიკი
- დასაქმებული მუშაობს კვირაში 5 დღე (დასვენების დღე - ორშაბათი და კვირის რომელიმე დღე არჩევით)
სრული აღწერა
სსიპ - "საქართველოს ეროვნული მუზეუმის" გ. ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმი აცხადებს ვაკანსიას გიდი-პედაგოგის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- ადგილების რაოდენობა - 1;
- გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
- სამუშაო გრაფიკი: დასაქმებული მუშაობს კვირაში 5 დღე (დასვენების დღე - ორშაბათი და კვირის რომელიმე დღე არჩევით);
- ანაზღაურება: 1100 (ათას ასი) ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით);
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კუს ტბის ასახვევი N1.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით;
- სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- ვიზიტორებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველი);
- საგანმანათლებლო პროგრამებთან და ღონისძიებებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველი).
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- შრომისმოყვარეობა;
- დროის მართვის უნარი;
- კომუნიკაციის უნარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ტურების ჩატარება;
- ინფორმაციის ფლობა ექსპონატებისა და კოლექციების შესახებ;
- ტურების ადაპტირება სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებებისა და ინტერესების დასაკმაყოფილებლად;
- ჩართულობა სპეციალურ ღონისძიებებსა და საგანმანათლებლო პროგრამებში;
- საგანმანათლებლო მასალების შემუშავებაში მონაწილეობა;
- სწრაფი რეაგირება ვიზიტორების გამოხმაურებასა და პრობლემებზე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hrgnmuseum@gmail.com.
გთხოვთ, აღწერაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

