მათემატიკის პედაგოგი
გამოქვეყნდა 5 ნოებოლო ვადა: 4 დეკ
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
სრული აღწერა
სკოლა აიბი მთიები აცხადებს ვაკანსიას მათემატიკის პედაგოგის პოზიციაზე აიბი მთიების საერთაშორისო სკოლაში
ჩვენ შესახებ:
აიბი მთიები არის ინოვაციური და განვითარებისკენ მიმართული კერძო სკოლა, სადაც ინგლისურენოვანი სწავლება მიმდინარეობს Pearson Edexcel-ის საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული პროგრამით, თანამედროვე მიდგომებით და კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებით.
ძირითადი მოვალეობები:
- მათემატიკის სწავლება ინგლისურ ენაზე Pearson Edexcel პროგრამის მიხედვით
- გაკვეთილების დაგეგმვა პროგრამული მოთხოვნების შესაბამისად
- მოსწავლეთა შეფასება და მოსწავლის პროგრესის მუდმივი მონიტორინგი
- სხვადასხვა რესურსების გამოყენება სწავლების პროცესის გასამრავალფეროვნებლად
- თანამშრომლობა კათედრასთან და მონაწილეობა პროფესიულ განვითარებაში
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მათემატიკის მიმართულებით
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (სასურველია სერტიფიკატი ან საერთაშორისო გამოცდილება)
- Pearson Edexcel ან სხვა ბრიტანული პროგრამით სწავლების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაციის და თანამშრომლობის უნარი
- ინტერესი ინოვაციური სწავლების მეთოდებისადმი
რას გთავაზობთ:
- დინამიკური და მეგობრული სამუშაო გარემო
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობები
- საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია
- კონკურენტული ანაზღაურება
- განაცხადის წარსადგენად გთხოვთ გამოგვიგზავნოთ:
CV (ქართულ და ინგლისურ ენაზე) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancyibmthiebi@gmail.com
subject ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება -" აიბი მთიების საერთაშორისო სკოლის მათემატიკის პედაგოგი "
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

