გერმანულენოვანი მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- საშუალო (middle)
- ბენეფიტები
- დაზღვევა, ბონუსი
- მისამართი
- თბილისი, თუმცა განიხილება აგრეთვე კანდიდატები, რომლებიც არ ცხოვრობენ
სრული აღწერა
გერმანული კომპანია „სი ემ იქს სოლუშენს“-ი 2012 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე,
ფილიალებით ბერლინში, სკოპიეში, ერევანში, ალმათსა და თბილისში. მრავალენოვანი კონტაქტ-
ცენტრის საშუალებით მომსახურებას ვუწევთ მსხვილ საერთაშორისო კომპანიებს.
ორიენტირებული ვართ შემომავალ ზარებსა და ელექტრონული კორესპონდენციის
დამუშავებაზე.
ამჟამად თბილისის გუნდში 300-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. გუნდის გაფართოების
მიზნით, ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს გერმანულენოვანი მომხმარებელთა
მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე, სრული ან ნახევარი განაკვეთით.
ვაკანსიები გვაქვს სხვადასხვა პროექტზე, ხოლო კანდიდატების შესაბამის პროექტზე განაწილება
გერმანული ენის ცოდნის დონის მიხედვით მოხდება.
მდებარეობა: თბილისი, თუმცა განიხილება აგრეთვე კანდიდატები, რომლებიც არ ცხოვრობენ
თბილისში და სურთ დისტანციურად მუშაობა.
სამუშაო განრიგი: მოქნილი გრაფიკი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებელთა მომსახურება შემომავალი და გამავალი ზარის და ელექტრონული მიმოწერის საშუალებით;
- მომხმარებლის მოთხოვნის დადგენა, ინფორმაციის მოძიება და დაკვალიანება;
მოთხოვნები:
- გერმანული ენის ცოდნა (B1.3, B2, ან C1 დონე);
- გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა და თავაზიანობა;
- მაღალი კომპიუტერული უნარ ჩვევები;
- სისხარტე, ოპერატიულობა;
- სიზუსტე, აკურატულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება;
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- გარანტირებულ ხელფასის მატებას ყოველ ექვს თვეში;
- ყოველთვიურ ბონუსს (300 ლარიდან);
- რეკომენდაციის ბონუსს თითოეულ რეკომენდირებულ კანდიდატზე (600 ლარის ოდენობით);
- მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
- დისტანციურად მუშაობის საშუალებას;
- ანაზღაურებად ტრეინინგ კურსს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსეთ თქვენი მონაცემები აღნიშნულ
პლატფორმაზე -
cmx-solutions.peopleforce.io — ბმულის გახსნა
tiflis-georgien/a/new?source_id=44288
კატეგორია: მომსახურე პერსონალი / სხვა
გამოცდილება: საშუალო (middle)
ენები: ქართული (თავისუფლად), გერმანული (კარგად)
განათლება: ბაკალავრი, კურსდამთავრებული, სტუდენტი
ბენეფიტები: დაზღვევა, ბონუსი



